ლევან მჭედლიძეს მართვის მოწმობა ჩამოართვეს

AutoSharing Option
იტალიური მედიის ინფორმაციით, 7 მაისს "ემპოლის" ქართველი ლეგიონერი ლევან მჭედლიძე ქალაქის ცენტრში გააჩერეს და დარღვევების გამო მას ავტომობილი "ლენდ როვერი" დროებით ჩამოართვეს, ხოლო თავად ფეხბურთელი 108 ევროთი დააჯარიმეს.

საქმე ისაა, რომ მჭედლიძეს, რომელიც იტალიაში 2007 წლიდან ცხოვრობს, უნდა შეეცვალა ქართული სანომრე ნიშანი იტალიურით; ასევე, უნდა გადაეფორმებინა რუსეთში მიღებული მართვის მოწმობა იმ ქვეყნის მართვის მოწმობაზე, სადაც ამდენი ხანია ცხოვრობს.

აღსანიშნავია, რომ ქართველი ფორვარდი მილანში მიღებული მუხლის ტრავმის მერე უქმობს. მართალია, მუხლი უკეთ აქვს, მაგრამ, "ემპოლის" ექიმების თქმით, ის მცირე დისკომფორტს გრძნობს
და ამიტომ ვერ თამაშობს.

მიუხედავად ხშირი ტრავმებისა, ჩვენებურმა ამ სეზონში სერია A-ში 6 გოლის გატანა შეძლო.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ევროკაშირის კანონების მიხედვით რუსეთის მართვის მოწმობით შესაძლებელია იქ უპრობლემოდ მოძრაობა ასე რომ ხშირად მიმართავენ მსგავს ხრიკს პოსტ საბჭოთა სპორცმენები
ბესო
10:40 09-05-2017
0
ნუთუ ამის მეტი არაფერი გაქვთ დასაწერი გაზეთში.
დათო
10:37 09-05-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული