ალექსანდრე იაშვილმა "დუისბურგს" გაუტანა

AutoSharing Option
მეორე ბუნდესლიგის ტური გუშინ "კარლსრუე"-"დუისბურგის" მატჩით გაიხსნა. მასპინძლებმა 3:1 გაიმარჯვეს და ამაში წვლილი მათმა კაპიტანმა ალექსანდრე იაშვილმაც შეიტანა, რომელმაც 24-ე წუთზე პენალტით ანგარიში 2:0 გახადა.

ასეთი წარმატებული დებიუტი გამოუვიდა "კარლსრუეს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახლად დანიშნულ რაინერ შარინგერს. თუმცა მისი გუნდი ჯერ კიდევ საგანგაშო მდგომარეობაშია. "კარლსრუე", რომლის მიზანიც სეზონის დაწყებამდე პირველ ბუნდესლიგაში აღზევება იყო, 18-გუნდიან მეორე ბუნდესლიგაში ამჟამად მე-14 ადგილზეა და გასავარდნ ზონას 3 ქულით უსწრებს.




.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული