ასეთი წარმატებული დებიუტი გამოუვიდა "კარლსრუეს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახლად დანიშნულ რაინერ შარინგერს. თუმცა მისი გუნდი ჯერ კიდევ საგანგაშო მდგომარეობაშია. "კარლსრუე", რომლის მიზანიც სეზონის დაწყებამდე პირველ ბუნდესლიგაში აღზევება იყო, 18-გუნდიან მეორე ბუნდესლიგაში ამჟამად მე-14 ადგილზეა და გასავარდნ ზონას 3 ქულით უსწრებს.
.