ქართველი შემტევი დონეცკელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო, მოედანზე 86 წუთი გაატარა და დუბლიც გაიფორმა.
როგორც "შახტარის" ოფიციალური საიტი იუწყება, არაბიძე მატჩის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იყო. ის დონეცკელთა შეტევებში მონაწილეობას აქტიურად იღებდა და თანაგუნდელებს არაერთი საგოლე მომენტი შეუქმნა.
თავად კი პირველი გოლი მატჩის 63-ე წუთზე გაიტანა, 9 წუთში პენალტიც ზუსტად შეასრულა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
მიმდინარე სეზონში ეს არაბიძის მე-12 გოლია.