საბა კვირკველია რუსეთის პრემიერლიგის ტურის სიმბოლურ ნაკრებშია

AutoSharing Option
championat.com-მა რუსეთის პრემიერლიგის 28-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში "ლოკომოტივის" მცველი საბა კვირკველია შეიყვანა.

"საბა კვირკველიას ტრანსფერი "ლოკომოტივის" შესრულებით მართებულად ითვლება კლუბის ერთ-ერთ საუკეთესო ტრანსფერად. დიდწილად ქართველი მცველის წყალობით, "რკინიგზელებმა" "ორენბურგთან" კარი მშრალად შეინახეს", - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ ამ ტურში "ლოკომოტივმა" "ორენბურგს" 4:0 მოუგო.
მკითხველის კომენტარები / 4 /
გილოცავ საბა,მაგრამ ახლა იმაზე ვფიქრობ,რუბინმა ისევ უკან არ დაიბრუნოს.
სოსო
10:27 17-05-2017
0
ეკუთვნოდა საბას კლუბი რომელიც მას სრულ ნდობას გამოუცხადებდა და იპოვა კიდეც, ჩემი აზრით საკმაოდ ძლიერიც და ამას შემდეგი სეზონი დაადასტურებს. საბამაც შანსი გამოიყენა და შედეგიც სახეზეა. ჩვენ შენი და საქართველოს ნაკრების ქომაგები კი შენს გვერდით ვართ და გვიხარია შენი წარმატება ასე გააგრძელე საბა. კაშია - კვირკველია მგონი ბოლო ორი ათეული წლის საუკეთესო ტანდემია დაცვაში.
dadu
10:18 17-05-2017
0

სიახლეები პოპულარული