ჯაბა კანკავას 14 აპრილის შემდეგ არ უთამაშია "რეიმსის" შემადგენლობაში, ის გუნდთან ერთადაც არ ვარჯიშობდა.
წყარო ამტკიცებს, რომ "ამიენთან" ლიგა 2-ის ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩი უკანასკნელი იქნება ქართველი ნახევარმცველისთვის "რეიმსის" მაისურით, მიუხედავად იმისა, რომ მას კიდევ 2-წლიანი ხელშეკრულება აკავშირებს შამპანურ გუნდთან.
შეგახსენებთ, რომ 31 წლის კანკავამ ამ სეზონში 19 მატჩში მიიღო მონაწილეობა.