L'Union: ეს "რეიმსში" ჯაბა კანკავას ბოლო მატჩი იქნება

AutoSharing Option
L'Union-ის ინფორმაციით, მიშელ დერ ზაქარიანმა ჯაბა კანკავა "ამიენთან" მატჩისთვის დააბრუნა.

ჯაბა კანკავას 14 აპრილის შემდეგ არ უთამაშია "რეიმსის" შემადგენლობაში, ის გუნდთან ერთადაც არ ვარჯიშობდა.

წყარო ამტკიცებს, რომ "ამიენთან" ლიგა 2-ის ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩი უკანასკნელი იქნება ქართველი ნახევარმცველისთვის "რეიმსის" მაისურით, მიუხედავად იმისა, რომ მას კიდევ 2-წლიანი ხელშეკრულება აკავშირებს შამპანურ გუნდთან.

შეგახსენებთ, რომ 31 წლის კანკავამ ამ სეზონში 19 მატჩში მიიღო მონაწილეობა.
მკითხველის კომენტარები / 14 /
თითქმის ყველა ქართველი ფეხბურთელი ერთიდაიგივე სიტუაციაში ხვდება,სხვის შეცდომებზე ხომ უნდა ისწავლო, როდემდე გაგრძელდება ასე
ალეკსანდრე
18:08 19-05-2017
0
ამ კაცს რა სჭირს, ნერვული აშლილობა აქვს? კლიმაქსი ჯერ ადრე უნდა იყოს. არა და სამაგალითო პროფესიონალი იყო. იქნებ იმ იდიოტ მწვრთნელშია საქმე?!
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული