ჯიმი ტაბიძე: "გენტი" თუ "ურალი"? მალე უნდა გაირკვეს...

AutoSharing Option
ჯიმი ტაბიძე, რომელიც ერთ-ერთმა რუსულმა გამოცემამ იქაური პრემიერლიგის აღმოჩენად დაასახელა, 28-ე ტურში "კრასნოდართან" შეხვედრისას დაშავდა, მოედნის დატოვება მოუხდა და ბოლო ორ მატჩში "ურალის" შემადგენლობაში აღარ გამოჩენილა.

საბედნიეროდ, ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა, რაც "ლელოს" თავად ფეხბურთელმა უთხრა:

"კოჭი გადამიტრიალდა. ახლა უკვე კარგად ვარ, მაგრამ "უფასთან" ალექსანდრ ტარხანოვმა ("ურალის" მთავარი მწვრთნელი - რედ.) არ მათამაშა იმიტომ, რომ რისკი იქნებოდა - 100 პროცენტით მზად არ ვიყავი. გუნდმა ლიგაში ადგილი შეინარჩუნა
და ბოლო ტურში ჩემი თამაშის აუცილებლობაც აღარ იყო", - ამბობს ტაბიძე.

სეზონი დასრულდა და ახლა უნდა გადაწყდეს 21 წლის ქართველი მცველის საკითხი - ისევ "გენტს" დაუბრუნდება თუ ეკატერინბურგელებს მისი ტრანსფერის გამოსყიდვა სურთ? ცხადია, ტაბიძეს ამაზეც ვკითხეთ:

"ჯერ ვერაფერს გეტყვით, რადგან ამაზე პასუხი მეც არ მაქვს. ფაქტია, რომ სეზონის დასრულების შემდეგ მალევე უნდა გაირკვეს, სად უნდა მოვემზადო და ვითამაშო".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /

მ ო შ ო რ დ ი თ სამუდამოდ ე.წ. ,,რუსულ სამყაროს,,(!)
იქ რუსული ფული ბ ი ნ ძ უ რ ი ა და ბინძური ფული - პ რ ო გ რ ე ს ს ვერ უზრუნველყოფს...1990 -
-ანი წლებიდან თითქმის ყველა ქართველი ნ ი ჭ ი ე რ ი ფეხბურთელი რუსეთის ჩემპიონატში ჩ ა ი ხ რ ჩ ო და ვერანაირი განვითარება ვერ პოვა,თვით ანანიძეც კი ერთ დონეზე დარჩა -,,ნიჭიერი ახალგაზრდა,, და ნაკრებიც
ვ ე რ ა ნ ა ი რ შედეგებს ვერ აჩვენებს უკვე 25 წელია(!)

ჩამოგითვალოთ რამდენი მართლა ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელი დაიკარგა რუსეთის ჩემპიონატში ?!

წარმოგიდგენიათ ?!

ქართველი რეგბისტები რომ საფრანგეთში და ბრიტანეთში არ წასულიყო და ურუსეთში...დღეს რა დონეზე ვიქნებოდით რაგბში,ანუ ყველაზე ვ ა ჟ კ ა ც უ რ სპორტის სახეობაში ?!
ან ხო ვხედავთ- კალათბურთში-ევროპაში თამაშობენ ქართველი
სპორტსმენები და ევროპის ფინალში რამდენჯერმე გავედით(!)

( მფრინავი ვ სანიკიძე დროზე მიხვდა და დატოვა ურუსეთი,თორე ისიც კი ,,ჩ ა ი ხ რ ჩ ბ ო დ ა,, -თითქმის არ ათამეშებდნენ)

წყალბურთშიც კი ევროპის ფინალში ვიყავით და თითქმის ყველა ევროპაში თამაშობს...

ანუ სადაც პასუხისმგებლობა,მენეჯმენტი და განვითარებაზე ზ რ უ ნ ვ ა სისტემური და გაცილებით მაღალია!
ალბად
ფეხბურთის ფედერაცია სერიოზულად უნდა ჩაერთოს ამ საქმეში,როგორც თავის დროზე რაგბის,კალათბურთის და წყალბურთის ფედერაციები!
glaxuna
16:23 25-05-2017
0
ამ შემთხვევაში თუ არჩევანი იქნება გენტის სათადარიგო სკამზე ჯდომის და რუსეთის პრემიერლიგაში ძირითადში თამაშს შორის რა თქმა უნდა ურალი ჯობია , თუ სხვა ვარიანტი არ არის , 21 წლის მცველისთვის საკმაოდ კარგი იქნება კიდევ 1 წელი რომ ითამაშოს მაგ ჩემპიონატში , მეტი უბრალოდ ზედმეტი იქნება ,წარმატებები ჯიმის !
ლევანი
15:15 25-05-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული