ლევან მჭედლიძეს "პალერმოსთან" გადამწყვეტ მატჩში თამაშის შანსი გაუჩნდა

AutoSharing Option
Il Tirreno-ს ინფორმაციით, ლევან მჭედლიძეს სერია A-ს ბოლო ტურში თამაშის შანსი გაუჩნდა.

ქართველმა ფორვარდმა სიცილიაზე დაბანაკებულ "ემპოლიში" გუნდთან ერთად ვარჯიში დაიწყო.

დიდი ალბათობით, მჭედლიძე სათადარიგო იქნება მის ყოფილ გუნდ "პალერმოსთან" მატჩში და შეიძლება მოედანზეც შევიდეს.

შეგახსენებთ, რომ "ემპოლის" გამარჯვება სჭირდება, რომ სერია A-ში ადგილი შეინარჩუნოს. სხვა შედეგის შემთხვევაში კი უნდა დაელოდოს "კროტონეს" შედეგს, რომელიც მას 1 ქულით ჩამორჩება. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში უპირატესობა "კროტონეს" ექნება.
მკითხველის კომენტარები / 2 /
სრული გამოჯანმრთველება და დიდი წარმატებები ლევანს
gizog
25 მაისი 2017 19:48
0
არადა არაა ურიგო თავდამსხმელი, ნაკრებში თავს არ ზოგავს, ამიტომაც ვცემ პატივს, იმედია ეს უბედური ტრავმიანობა და უიღბლობა წარსულს ჩაბარდება, წარმატებები ლევანს!
llcl
25 მაისი 2017 18:08
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული