[ლეგიონი] გიორგი არაბიძე, საჯარიმო და ისევ გოლი! [VIDEO]

AutoSharing Option
25 მაისს სხვადასხვა ქვეყნის პირველობებზე ქართველ ლეგიონერთა გუნდებმა ითამაშეს.

უკრაინის დუბლშემადგენლობების ჩემპიონატში დონეცკის "შახტარი" შინ დაუპირისპირდა კიევის "დინამოს" და 2:1 მოუგო. დონეცკელთაგან 24-ე წუთზე ანგარიში საჯარიმო დარტყმით გიორგი არაბიძემ გახსნა და მინდორზე 83 წუთიც გაატარა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

* * *
რუსეთის პრემიერლიგაში ადგილის დასაბევებელ პლეი ოფში "ორენბურგი" გასვლაზე დაუზავდა ხაბაროვსკის "სკა ენერგიას" - 0:0. სტუმართა რიგებში 76 წუთი ითამაშა ელგუჯა ლობჯანიძემ, რომელიც საქართველოს ნაკრებში გამოიძახეს.

ტულის "არსენალმა" სტუმრად 1:2 წააგო "ენისეისთან". დამარცხებულთაგან სრულად ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო გია გრიგალავამ.

* * *
ავსტრიის ბუნდესლიგაში "რაპიდმა" ტრავმირებული გიორგი ქვილითაიას გარეშე "მატერსბურგი" 3:1 დაამარცხა.

* * *
თურქეთის სუპერლიგაში გადასასვლელ პლეი ოფში სანდრო კობახიძის "გიოზთეფემ" პირველ მატჩში შინ 2:0 მოუგო "ბოლუსფორს". ქართველი ნახევარმცველი მოედანზე თამაშის მიწურულს, 90-ე წუთზე შევიდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ნუ არ ვიცი რა... საოცარია ნიჭის მქონე ადამიანია არაბიძე და იმედია ასევე კარგად და შრომიუნარიანად გააგრძელებს თავის საქმეს.
G-IORGI
02:25 27-05-2017
0
მართლა ჟუნინიო პარნაბუკანოს შემდეგ ასეთი საშიში ჯარიმების დამტყმელი არ მეგულება. ისე ეს ბიჭი ცოდოა მეორე გუნდში სათამაშოდ ეს რეალი გამაკვირვებს ედეგოოორი ვირაცა ჯუნიორი ეხალ 45 მილიონბად იყიდა. მოკლედ არაბიძეს რომ ბრაზილიური პასპორტი ქონოდა მილიონრბი ეღირებოდა ეხლა. მაგრამ რა ვქნათ ჩვენმა ფეხბურთელებმა გაუფუჭეს იმიჯი ქართველ ფეხბურთელებს ისევ ევროპაში ვერცერთმა მათგანმა ვერ გაამართლა (ჭანტურია, ყაზაიშვილი,ზარანდია, ოქრია|შვილი) და აქეთ ალბათ მაგიტომ არ იყურებიან. გიორგი არაბიძევ გენაცვალოს მთელი ერი დაუმტკიცე ყველას რომ თამAში ჩვენც შეგვიძლია თორემ გასკდა გული ამდენი ახალგაზრდა მოდის და ყველა ერთი X5 მერე აგდებს თამაშს
მამუკა
14:27 26-05-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული