"ვერ ვხვდები, ჩემმა ტრანსფერმა გულშემატკივრის უკმაყოფილება რატომ გამოიწვია"

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ნიკა კვეკვესკირმა ყაზახურ "ტობოლთან" 1,5-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა. "ტობოლში" ნიკა 21-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

- ნიკა კვეკვესკირმა "ტობოლთან" კონტრაქტი გააფორმა

შეგახსენებთ, რომ "ტობოლის" თავკაცი ომარ თეთრაძეა.

Sportall.ge-მ კვეკვესკირთან ინტერვიუ ჩაწერა.

- გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შენით რამდენიმე ევროპული კლუბი ინტერესდებოდა. "ტობოლი" რატომ აირჩიე?
- ასეა, კი. ევროპული კლუბების მხრიდან დაინტერესება მართლაც იყო, მაგრამ ეს იყო მხოლოდ ინტერესი და მეტი არაფერი. კონკრეტული შემოთავაზებით ჩემთვის არავის მოუმართავს.

რეალურად, არჩევანი ორ კლუბს, "გაბალასა" და "ტობოლს" შორის უნდა გამეკეთებინა. არჩევანი "ტობოლის" სასარგებლოდ გავაკეთე და
მგონია, რომ ეს წინ გადადგმული ნაბიჯია.

- არჩევანის გაკეთებაზე ქართველი მწვრთნელის ფაქტორმაც იმოქმედა?
- კი, რა თქმა უნდა. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ მწვრთნელი მენდობა. თუ ჩემ შესაძლებლობებს სრულად გამოვავლენ, სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობა არც ყაზახეთში მექნება.

მთავარ მწვრთნელს და კლუბის ხელმძღვანელობას ვესაუბრე. მათ ძალიან სურდათ ჩემი შეძენა და ასეთმა სურვილმა გადაწყვეტილების მიღება გამიადვილა. თანაც, საუბრიდან მივხვდი, რომ გუნდში მნიშვნელოვანი როლი დამეკისრება. მათი სურვილია, ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი ვიყო.

- თუმცა ქართველ გულშემატკივარში შენმა ტრანსფერმა უკმაყოფილება გამოიწვია...
- სიმართლე გითხრათ, ვერ ვხვდები რატომ. ყაზახეთის ჩემპიონატის დონე ძალიან მაღალია, იქაური კლუბები ევროტურნირებზე ხშირად ხვდებიან, თითოეული კლუბი ძლიერი ლეგიონერითაა დაკომპლექტებული...

იმ რეალობიდან გამომდინარე, რომელშიც ვიყავი, არ ვთვლი, რომ ამ ტრანსფერს გულშემატკივრის უკმაყოფილება უნდა გამოეწვია. მე მგონია, რომ ძლიერ ჩემპიონატში მოთამაშე კლუბში გადავედი, რომელიც, თავის მხრივ, ძალიან ამბიციურია. მყავს ძლიერი მწვრთნელი...

- კლუბის მიზანი რა არის?
- ევროპალიგის შესარჩევ ეტაპზე მოხვედრა, რისთვისაც საპრიზო ადგილებზე მოხვედრაა საჭირო.

- ახალ გუნდს როდის შეუერთდები?
- უკვე ვივარჯიშე. ყაზახეთში სატრანსფერო ფანჯარა 13 ივნისს იხსნება, მანამდე ვერ მარეგისტრირებენ, თუმცა ვარჯიშს უკვე შევუდექი. საქართველოს ეროვნული ნაკრების მატჩები ახლოვდება და მინდა, გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვვარჯიშობდე, რომ ნაკრებში მომზადებული ჩამოვიდე. თანაც, ეს ადაპტაციაშიც შემიწყობს ხელს.

- ოთხი დღის ინტერვალში ნაკრებს ორი მატჩი ექნება ჩასატარებელი...

- ჩემთვის, ისევე როგორც ყველა ფეხბურთელისთვის, ეროვნული ნაკრები განსაკუთრებული ფენომენია და ყოველი გამოძახება პირველივით მიხარია.

მეორეხარისხოვანი მატჩები არ არსებობს. 7 ივნისს სენტ კიტსისა და ნევისის ნაკრების წინააღმდეგ ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გვაქვს. შინ ვთამაშობთ, ჩვენი გულშემატკივრის წინ ვთამაშობთ და ისინი სრულიად სამართლიანად, მოგებას მოგვთხოვენ.

შემდეგ კი მოლდოვაში გავემგზავრებით და ვეცდებით, დავამტკიცოთ, რომ თბილისში გამართულ შეხვედრაში, რომელიც ფრედ, 1:1 დასრულდა, ადგილი უიღბლობას ჰქონდა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ლატვიასთან მოგებულ (5:0) მატჩს კიდევ რამდენიმე მოგება გადავაბათ და ბოლო დროის ტრადიცია დავარღვიოთ. მოგებულ მატჩს წარუმატებელი სერია მოყვება ხოლმე და დროა, აღარ ვიყოთ ეპიზოდური გუნდი.
მკითხველის კომენტარები / 20 /
დააკვირდით სპორტში შუააზიის ქვეყნების ნახტომს, ჭიდაობის სახეობებში, გინდათ ფეხბურთში და სხვა. ეს ქვეყნები ადრე არაფრით არ გამოირჩოდნენ ახლა, საკმაოდ წინ წავიდნენ, ყველაფერს საქმისადმი დამოკიდებულება განაპირობებს, არ ენანებათ არც ფინანსები, ასე რომ ნუ გავაკრიტიკებთ ასე ხელაღებით კვეკვესკირს.
devi
27 მაისი 2017 11:04
0
რა გიკვირთ ასეთ დღეშია ჩვენი ფეხბურთი, რა არ მოგწონთ ყაზახეთისა, მათ ნაკრებს ვჯობნით თუ მათ კლუბებს, თუ ჩვენი ჩემპიონატი ჯობია.
მამუკა
27 მაისი 2017 08:34
0
ხოჭოლავას თამაში თუ შეეძლო რატო არ გამოიძახეს. ვაისი ვერაა მატორზე? ალბათ არ დატოვა კაი შთაბეჭდილება. ვაი თქვენს პატრონს
ვასო
27 მაისი 2017 01:32
0
მეტის ამბიცია არ აქვს და არც გასაქანი აქვს მეტი ამ კაცს და რა გაუჭირეთ საქმე კაცო ვაა...
333
26 მაისი 2017 22:20
0
ესენი სპორტსმენები კი არა,ბიზნესმენები არიან...
status quo
26 მაისი 2017 21:12
0
სიეცხვილია ნაკრების მომავალი იმედი ყაზახეთში რო მიდიხარ და გიხარია. შენ არასდროს დაგიეერ მხარს. ფულზე ასე არ უნდა დახამდე სპორცმენი
აფსკფს
26 მაისი 2017 17:57
0
მაგას თუ ვერ ხვდები კარგადაა შენი საქმე
აფსკფს
26 მაისი 2017 17:52
0
ხალხო რა გინდათ ვერ ვხვდები ბარსადან და რეალიდან ჰქონდა შემოთავაზება და უარი უთხრა თუ რატო არ უნდა წასულიყო ტობოლში?
დიტო
26 მაისი 2017 17:46
0
ამბიციურობა კარგია მაგრამ ყველაფერს თავისი დრო აქვს.რაც მთავარია კონტრაქტი არ არი ხანგრძლივი და შეუძლია უკეთესს ჩემპიონათში გადსვლა.და ერთიც მაგალითად ბუდუ ზივზივაძე ერთი წელი საქართველოში დარჩენილიყო არ ჯობდა ვითომ?
პაატა
26 მაისი 2017 17:26
0
უზბეკეთს ერთ დროს ყავდა უძლიერესი ახალგაზრდული გუნდი, ბრწყინვალე შემადგენლობა, სულ ვარსკვლავები იყვნენ, მაგრამ სამწუხაროდ ამ გუნდმა ვერ მოასწრო ისტორიაში დამკვიდრება. 1979 წლის 11 აგვისტოს ავიაკატასტროფაში დაიღუპნენ. მიხეილ ანი, ფიოდოროვი... ახლა გვარებს ვეღარ ვიხსენებ.
aburjga
26 მაისი 2017 16:20
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული