იტალიური მედიის ინფორმაციით, შეყილაძემ ტოსკანური კლუბი პლეი აუტის მატჩებამდე მიატოვა და საქართველოში გამოემგზავრა.
შეგახსენებთ, რომ შეყილაძე ადრე "ემპოლიში" თამაშობდა, თუმცა პირველ გუნდში ვერ დამკვიდრდა. 25 წლის ფორვარდი "ტუტოკუოიოს" ბომბარდირი გახდა - 31 თამაშში 8 გოლი გაიტანა.
თუმცა გუნდი ლეგა პროს A ჯგუფის (რანგით მესამე ლიგა იტალიაში) მე-18 ადგილზე გავიდა და შემდეგ პლეი აუტში "პრატოსთან" დამარცხდა
შეყილაძის ტრანსფერი "სპეციაში" ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინათ გადაწყდა, სეზონის შემდეგ ის თავისუფალი აგენტის სტატუსით უნდა გადავიდეს გუნდში, რომელიც სერია A-ში გადასასვლელ პლეი ოფში თამაშობდა, თუმცა დამარცხდა და მომავალ სეზონსაც B-ში გაატარებს.