ახალი სეზონი ახალ კლუბში? გიორგი ლორია მოლოდინის რეჟიმშია

AutoSharing Option
ცნობილი ამბავია, რომ გიორგი ლორიას კლუბი - სამარის "კრილია სოვეტოვი" რუსული პრემიერლიგიდან გავარდა. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ საქართველოს ნაკრების 31 წლის მეკარე იპოვის ისეთ გუნდს, რომელიც შესაფერისი იქნება მისი ამბიციებისთვის.

გუშინ "ლელო" ლორიას დაუკავშირდა. გადატვირთული გრაფიკის გამო ჯერაც "კრილიას" კიპერთან სეზონის შემაჯამებელი ინტერვიუ ვერ ჩავწერეთ, თუმცა კი შევთანხმდით, ეს მალე მოხდება, მანამდე კი ამ ლაკონური კომენტარით უნდა დავკმაყოფილდეთ: "ახლა მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ მოლოდინის რეჟიმში ვარ".

მართალია, "კრილიამ" გასული სეზონი ჩააგდო, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია ლორიასთვის, მთელ
რიგ შეხვედრებში საუკეთესოდ წარმოეჩინა თავი. აქედან გამომდინარე, უნდა ვივარაუდოთ, რომ საქართველოს ნაკრების მეკარე ახალ სეზონს ახალ კლუბში შეხვდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
წარმატებები ლორიას!
medoed
21:05 31-05-2017
0
წავიდა ბეგოვიჩი ჩელსიდან და რა ვიცი რა ვიცი
casila
13:38 31-05-2017
0

სიახლეები პოპულარული