შოთა არველაძე: ფორმალური საკითხების მოგვარებას ველოდები და წავალ უზბეკეთში

AutoSharing Option
ქართველმა სპეციალისტმა შოთა არველაძემ გადაცემა "სპორტი 360"-ში სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

"ძალიან საინტერესო ვოიაჟი მქონდა თელ-ავივში. ვფიქრობ, ნაყოფიერი იყო ჩემთვის, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მოკლე დრო მომიწია იქ ყოფნა, მაგრამ ევროპის ლიგაში მომიწია თამაში.

მქონდა შემოთავაზებები რუსეთიდან, ჰოლანდიიდან, მაგრამ ამ ეტაპზე თითქმის გადაწყვეტილია ჩემი უზბეკეთში წასვლა. ახლა მხოლოდ ფორმალური საკითხების მოგვარებას ველოდები და წავალ უზბეკეთში.

აქ იმიტომ არ მოვსულვარ, რომ რამე არასწორი ვთქვა ან ვიღაცას ვუთხრა, რომ უზბეკეთში წასვლა წინ გადადგმული ნაბიჯია და ყველაფერს ჯობდა. ეს იყო ყველაზე კარგი შემოთავაზება, რაც
მქონდა. რა იქნება, როგორ იქნება, არ ვიცი, ძალიან საინტერესო ხალხთან მაქვს ურთიერთობა, დანარჩენს კი ვნახავ", - თქვა არველაძემ.

შეგახსენებთ, რომ არველაძეს უზბეკეთში ტაშკენტის "ფახთაქორი" იწვევს. ამჟამად "ფახთაქორი" უზბეკეთში 16-გუნდიან ჩემპიონატში 12 ტურის შემდეგ 18 ქულით მე-7 ადგილზეა და მესამეადგილოსანს 2 ქულით ჩამორჩება.

შოთა არველაძემ სამწვრთნელო საქმიანობა "ალკმაარში" (ლუი ვან გაალის ასისტენტად) დაიწყო, შემდეგში "ქაისერისფორში", "ქასიმფაშასა" და "ტრაბზონსფორში", ბოლოს კი თელ-ავივის "მაკაბიში" უმუშავია.
მკითხველის კომენტარები / 6 /
რავა სულ ქუთაისლების სათქმელია სიმართლე. გეიხარე
vaso
21:08 01-06-2017
0
ვეთანხმები qutaiseli-ს
გიორგი
15:59 31-05-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული