"ეს კოშმარია, მეორედ იქ აღარ ჩავალ!" - ანანიძემ "სპარტაკის" მეკარეს საქართველოში უმასპინძლა

AutoSharing Option
ჯანო ანანიძემ, მას შემდეგ, რაც მისმა გუნდმა მოსკოვის "სპარტაკმა" რუსეთის ჩემპიონობა მოიპოვა, არდადეგებზე საქართველოში თანაგუნდელი - მეკარე არტიომ რებროვი მოიპატიჟა.

საქართველოში გატარებული დღეების შთაბეჭდილებები "სპარტაკის" გოლკიპერმა sportsdaily.ru-ს გაუზიარა:

"საქართველოში ოთხი დღე დავყავით, სტუმრად ჯანო ანანიძესთან. ძალიან მომეწონა! მაგარი დასვენება გამოვიდა. მსგავსი სტუმართმოყვარეობა, სიმართლე გითხრათ, მანამდე არსად არასდროს მენახა. ეს კოშმარია! მეორედ იქ აღარ ჩავალ. ვუთხარი კიდეც: "ყველგან შენ იხდი - ასე არ შეიძლება!". მაგრამ საქართველოში ასე ყოფილა მიღებული - სტუმრებს საკადრისად უნდა დახვდნენ, გაუმასპინძლდნენ, სუფრა გაუშალონ".

"დარწმუნებული ვიყავი, რომ მომეწონებოდა,
მაგრამ არა ასე ძლიერ. თბილისი, ყაზბეგი, მცხეთა, ხაჭაპური, ჩურჩხელა, ხინკალი, სულგუნი... გაგრძელება დაუსრულებლად შეიძლება!

ეს ულამაზესი, სტუმართმოყვარე ქვეყანაა, კეთილი ხალხით. ჩვენ შეყვარებული ვართ მასზე. თუკი ვინმეს გარკვეული შიში ან ეჭვები გაქვთ, ჩახვიდეთ თუ არა საქართველოში, გეტყვით, რომ აუცილებლად უნდა ჩახვიდეთ და მინიმუმ, ორი კვირით!", - ასეთი მინაწერი გაუკეთა რუსმა მეკარემ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ფოტოს, რომელიც მცხეთის ფონზეა გადაღებული.
მკითხველის კომენტარები / 29 /
ეხლა ზაზა ფაჩულიას ჯერია რომ ამერიკელების რიგი დააყენოს!
Vova
09 აგვისტო 2017 17:29
0
იყო ასეთი რუსი მწერალი ვიქტორ ასტაფიევი, ჩამოიყვანეს ,კარგად დაასვენეს,მაგრადაც გაუმასპინძლდნენ და როცა რუსეთში დაბრუნდა დაწერა -ავადმყოფი ერი ხართ,სამკურნალონიო. .ასე ფიქრობდა მათი ინტელიგენციის უმეტესობა.
იმერელი
02 ივნისი 2017 22:21
2
კი, იყო და უკადრებელი იკადრა, თუმცა რარაცაში მართალი იყო მაგრამ სტუმრის პოზიციიდან არ უნდა ეკადრა.
mmm
18 თებერვალი 2020 08:46
0
ნეტავ უამრავი გვყავდეს ჯანოს მსგავსი პატრიოტი დასპორცმენი.ჯანოსსტუმარმა საქართველოს უფრო დიდი რეკლამა გაუკეთა ვიდრე ორმა ერთად აღებულმა ბოლო მთავრობამ.
ანზორ გოგმაჩაძე
02 ივნისი 2017 19:03
1
ისეთი ხალხი აკომენტარებს ცოცხალი რუსი რომ ახლოდან არც უნახია. 142 მილიონიო და მოკეთე და მტერიო და ა. შ. ჯერ ერთი რუსეთი ჯერ-ჯერობით ისევ სახელმწიფოა რომელიც ჩვენგან განსხვავებით თვითონ ირჩევს პოლიტიკას, გეგმავს ვის რა წაგლიჯოს და წაართვას, სამწუხაროდ ერთერთი საკბილო საქართველოა ამჟამად. რაც შეეხება მოკეთეს და მტერს მრავალი წელი რუსეთში ვარ ნაცხოვრები და თქვენ წარმოიდგინეთ ურალს იქით 90 პროცენტზე მეტს წარმოდგენაც არ აქვს სად არის საქართველო, რა რელიგიის ხალხი ცხოვრობს და როგორ უნდა იყოს ასეთი ადამიანი ან მტერი ან მოყვარე.იმ რუსს თავისი ასი გრამი და ერთი თავი ხახვი ურჩევნია ასეთ რამეებზე ფიქრს. ვინც ქართველს იცნობს და საქართველოსთან რაიმე შეხება ჰქონია, მათი 90 პროცენტზე მეტი კეთილგანწყობილია ჩვენი ქვეყნის მიმართ. რუსსაც გააჩნია, დღეს ბევრი რუსია რომელიც პატივისცემით ნამდვილად არ ჩამორჩებიან ქართველებს და სამწუხაროა თუ ასეთი ნაცნობი და მეგობარი რუსი არ გყავთ და არ შეგხვედრიათ ცხოვრებაში. პოლიტიკას კი ათასი კაცი ქმნის და აძლევს მიმართულებას და ყველამ კარგად იცის სადაც ხდება ამის დაგეგმვა, ხოლო ყველაფრის უკან დგას ფსბ რომლის გარეშეც რუსეთში ჭიანჭველაც კი ვერ გაიხარებს. არ ვიცი თქვენთვის კარგია ეს თუ ცუდი მაგრამ ჩემი ქართველობის გამო პატივისცემის მეტი არასოდეს არაფერი ცუდი არ მიგრძვნია იმ თქვენთვის "საყვარელი ღრუსებისაგან" და სხვისი არ ვიცი.
................
02 ივნისი 2017 18:38
0
აბსოლუტურად გეთანხმები ))
ლევან ორახელაშვილი
14 აგვისტო 2017 14:48
0
ერი რომელისაც ვუყვარვართ !!!!!
komunisti
02 ივნისი 2017 17:52
2
ერთხელ ხრუშჩოვსაც მოუწყვეს ასეთი მაგარი სუფრები, მაგრამ, რომ დათვრა გვერდზე გადაუწევია მწვადი და ხაჭაპურები და უთქვამს:
Сейчас бы бооорщ!
"მგელი მაინც ტყისკენ იყურებაო", ნათქვამია.
02 ივნისი 2017 17:40
0
გაუმარჟოს მეგობრობას, რომელიც აუცილებლად ტერიტორიის დაბრუნებასთან მიგვიყვანს! ჯანო ბოდიში თუ როდისმე ცუდი კომენტარი დავდე შენზე. ჯიგარი ხარ.
დათო
02 ივნისი 2017 16:51
0
ჩამოდით, ჩამოდით ბევრი და იქნებ და უკან ხელს გააყოლოთ ეს ბევრი რუსი სალდაფონებიც...და მერე ნახეთ ბატკანი, მწვადი და ხაჭაპური!!!!!
Eh!
02 ივნისი 2017 15:23
0
ჯანო შენ ჩვენი უბნის სიამაყე ხარ! გაიხარე და ბევრი წარმატებები!
ეთერი გიორგაძე
02 ივნისი 2017 13:13
0
ყველაფერს პოლიტიზებას ნუ უკეთებთ, ეს უბრალოდ ორი კაცის მეგობრობაა და არაფერი აქ საერთო რუსეთ-საქართველოს ურთიერთობასთან. რუსეთი ტერიტორიების წართმევას ცდილობს და ეს ფაქტია, რასაც ვერავინ ვერსად გაექცევა. ყველაფერს თავის სახელი აქვს და დღეს საქართველოსთვის რუსეთს მარტო ერთი სახელი აქვს: მტერი!
giorgi
02 ივნისი 2017 12:58
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული