"ესბიერგის" უარი: ბუდუ ზივზივაძე და "სამტრედია" არ გამოვა!

AutoSharing Option
ცოტა ხნის წინ გამოითქვა ვარაუდი, რომ ბუდუ ზივზივაძე ყოფილ კლუბში, "სამტრედიაში" შეიძლებოდა დაბრუნებულიყო.

საქართველოს 2016 წლის საუკეთესო მოთამაშე და ბომბარდირი მიმდინარე წლის იანვარში დანიურ "ესბიერგში" ოთარ კაკაბაძესა და ლაშა პარუნაშვილთან ერთად გადავიდა, მაგრამ გუნდი სუპერლიგაში დასარჩენ პლეი ოფში დამარცხდა და მეორე დივიზიონში გადაინაცვლა.

ზივზივაძე საქართველოში დაბრუნდა და სამტრედიის "ეროსი მანჯგალაძეზე" ეროვნული ლიგის XVI ტურის მატჩს ("სამტრედია"-"კოლხეთი") დაესწრო. სამტრედიელთა ექსფორვარდს ეროვნული ლიგის YouTube-არხზე პირდაპირი ეთერისას მშობლიურ კლუბში დაბრუნებაზე ჰკითხეს.

"სამწუხაროდ, "ესბიერგი" დანიის სუპერლიგიდან გავარდა. მე 25 ივნისამდე დავისვენებ, მერე რა იქნება,
ჯერ არ ვიცი. "სამტრედიაში" დაბრუნება? გამორიცხული არაფერია", - თქვა ზივზივაძემ.

ამ პასუხმა არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. დავინტერესდით და შევიტყვეთ, რომ "სამტრედიის" მხრიდან ფეხბურთელის იჯარით დამატების სურვილი ნამდვილად იყო. იყო მცდელობაც, დანიელებთან მოლაპარაკებულიყვნენ, მაგრამ... "ესბიერგმა" უარი თქვა - აქაოდა, ზივზივაძეს სუპერლიგაში დაბრუნების იმედს ვუკავშირებთ და ჩვენთან უნდა იყოსო...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 11 /
ზივზივაძე კაპიკებად მიიყვანეს და საერთოდაც რომ არ ათამაშონ,დიდი ზარალი არ ექნებათ,თუ ათამაშდა ,მაშინ კი ძვირად გაჰყიდიან.ბუდუმ მე მგონი არავის არ მოუსმინა და რაც მოიგო,კარგად ხედავს თავადაც.მე რა თქმა უნდა სწორი დასკვნების გამოტანას ვუსურვებ,ბუდუს და სიტუაციის რადიკალურად გამოსწორებას,რადგან მართლა ნიჭიერი ბიჭია და ცოდვაა მისი ასე ჩაქრობა.
სოსო
08 ივნისი 2017 12:53
0
ადმინ რატომ არ იდება ჩემი წუხანდელი ბოლო პოსტი?
Guadua
06 ივნისი 2017 12:30
0
მაგეთ გუნდებში გაქცევას და თავის დაღუპვას იქნებ გუნდის შენარჩუნება არჩიონ და ერთად რაც შეიძლება მეტი ეტაპის დაძლევა ევროტურნირებზე..??!!
irakli
05 ივნისი 2017 22:27
0
roki

კი დადიან და მათ წინამძღვარ "მამალ ძროხას" ზურგზე აწერია დიდი ასოებით
" r o k i "
Guadua
05 ივნისი 2017 18:09
0
samtrediashi perexadnoebze zroxebi kidev dadian??
roki
05 ივნისი 2017 17:53
0
სად უშვებდნენ ესენიც კაი .......არიან რა.
kaxa
05 ივნისი 2017 17:24
0
samtrediam realurad dakarga ori fexburteli da ara otxi,zivzivadze da shergelashvili, cnobiladze ariyo dziritadis fexburteli da magito wavida da arabuli dinamos sakutreba iyo da dinamom daibruna rasac samtredis klubis xelmzgvaneloba verafelshi shewinagmdegeboda.da wasulebmac taviant survilit gadawyvites evropashi moesinjat zalebi rasac klubi ver agudgeboda win.
romandro
05 ივნისი 2017 17:17
0
ეს ყველაფერი სამტრედიას მენეჯმენტის ბრალია.4 საუკეთესო ფეხბურთელი ცნობილაძე,შერგელაშვილი,არაბული, ზივზივაძე დაკარგა, მანამდის კიდევ სიხარულიძე მოიშორეს.სამტრედიას არ ვიცი რამ უნდა უნდა უშველოს ამ ხარისხით რომ ჩემპიონობა კი არა სამეულში როგორმე მოხვდეს.მგონი მენეჯმენტს არ ესმის რა მძიმე პერიოდი ელით წინ. მაგრამ არაპროფესიონალებს მეტი არც მოეკითხება. ეს ოხერი მუნიციპალიტეტის მაინც იყოს ეს კლუბი,ვინმე ახლებს დანიშნავდნენ უფრო გააზრებულებს.ახლა არც კერძოა, არც სახელმწიფო და არც მუნციპალიტეტის,სრული საგიჟეთია.
Guadua
05 ივნისი 2017 16:29
0
eisbergis donis klubebshi netav kvelas sheezlos tamashi, vai tkven patrons))) samtrediashi tamashs daniis 4 ligashi tamashiz jobia)))))
sanavardo
05 ივნისი 2017 16:27
0
tu ar gaikznen aba sakartveloshi darchenit satamasho klasi ver ematebat, vinz darcha tkveten varskvlavebs xo ))) normalur kvekanashi mainz zxovroben da plastmasis stadionebze ar tamashoben, tramva rom miigon kidev umkurnaleben ise, rom ar daamadlian, mokled samokvarulo donis chempionati gaakvt, makedan tasvla ukve tin gadadgmuli nabijia, nu gshurt)))
vaxo
05 ივნისი 2017 16:24
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული