Sportall.ge-ს მკითხველებმა მაისის საუკეთესო ლეგიონერები გამოავლინეს
10 ქულით პირველი ადგილი დონეცკის "შახტარის" შემტევმა გიორგი არაბიძემ დაიკავა, რომელმაც დუბლებში ამ თვეში ხუთი გოლი გაიტანა, რასაც პირველ გუნდში თამაში, საგოლე პასი და სიმბოლურ ნაკრებში მოხვედრა მოჰყვა.
მეორე ადგილზე 6 ქულით გავიდა გიორგი ბერიძე, რომელსაც "ტრენჩინში" დიდებული სეზონი გამოუვიდა (იანვრიდან თამაშობს). ის საგაზაფხულო ეტაპის სიმბოლურში მოხვდა, ამ თვეში 2 გოლი გაიტანა და "ტრენჩინის" წლის ფეხბურთელად დაასახელეს ფანებმა.
სხვა ნომინანტებიდან 2-2 ქულა მიიღეს საბა კვირკველიამ და ჯაბა ჯიღაურმა, ხოლო ლადო დვალიშვილი, ლუკა ზარანდიამ და გიორგი ქვილითაია უქულოდ დარჩნენ.
იანვარი
1. ლევან მჭედლიძე, 2. გიორგი მაკარიძე, 3. გურამ კაშია
თებერვალი
1. გიორგი მერებაშვილი, 2. გურამ კაშია, 3. გიორგი მაკარიძე
მარტი
1. დავით ხოჭოლავა, 2. გიორგი ქვილითაია, 3. საბა კვირკველია
აპრილი
1. გურამ კაშია, 2. ლევან მჭედლიძე, 3. საბა კვირკველია
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"