Sportall.ge-ს მკითხველებმა მაისის საუკეთესო ლეგიონერები გამოავლინეს

AutoSharing Option
Sportall.ge-ს მკითხველებმა მაისის საუკეთესო ლეგიონერები დაასახელეს.

მკითხველებმა საუკეთესოდ მოსკოვის "სპარტაკთან" ერთად გაჩემპიონებული ჯანო ანანიძე დაასახელეს, მან ხმების 29.7% მიიღო.

მეორე ადგილზე ხმების 26.7%-ით გავიდა გიორგი არაბიძე, რომელმაც დიდებულად ითამაშა "შახტარის" დუბლებში, ბოლოს კი თავი მთავარ გუნდშიც გამოიჩინა.

მესამე ადგილზე გავიდა მოსკოვის "ლოკომოტივის" მცველი საბა კვირკველიაა - 22.5%.

მკითხველებს ხმის მიცემა ორი დღის განმავლობაში შეეძლოთ. სულ გამოკითხვაში მონაწილეობა 1467-მა ადამიანმა მიიღო.

გამოკითხვის სრული შედეგები
1. ჯანო ანანიძე - 29,7&
2. გიორგი არაბიძე - 26,7
3. საბა კვირკველია - 22,5
4. გიორგი
ბერიძე - 12,1
5. გიორგი ქვილითაია - 3,7
6. ლუკა ზარანდია - 2
7. ლადო დვალიშვილი - 1,8
8. ჯაბა ჯიღაური - 1,5
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული