საუბარი გუნდის ქართველ შემტევ ვაკო ყაზაიშვილზეც ჩამოვარდა, რომელიც სანაკრებო პაუზის შემდეგ არნემის "ვიტესში" დაბრუნდება. სწორემ ამ კლუბს ეკუთვნის ყაზაიშვილი, "ლეგიაში" კი ის იჯარის წესით იმყოფებოდა. "ლეგიასთან" ერთად ვაკომ პოლონეთის ჩემპიონატი მოიგო.
"ძალიან დიდ პატივს ვცემ ყველა ფეხბურთელს და მადლობას ვუხდი ამ სეზონისთვის. აბსოლუტურად ყველა ფეხბურთელს ვუგულშემატკივრებ, ვინც "ლეგიას" დატოვებს და სხვა კლუბში წავა. ეს ეხება ვაკო ყაზაიშვილსაც. მას დიდი სათამაშო დრო არ მისცემია, მაგრამ
გულახდილად გეუბნებით: გუნდს 3-4 ისეთი ფეხბურთელი დატოვებს, ვისი ხილვაც მე შემდეგ სეზონშიც მსურს, მაგრამ პრობლემა ფინანსებშია. მაგალითად, მინდა, ჩვენთან ვაკო ყაზაიშვილი დარჩეს, მაგრამ მისი გამოსყიდვა ძვირი გვიჯდება. ვაკოს პოზიციაზე ოთხი ფეხბურთელი მყავდა და ოთხივეს ერთად ვერ ვათამაშებდი. მე მას მივეცი რამდენიმე შანსი, მაგრამ გუნდში კონკურენცია იმდენად დიდი იყო, სხვები სჯობდნენ. ვაკო ძლიერი იყო და ეს სიძლიერე დადებითად მოქმედებდა კონკურენტებზე, რისთვისაც მადლობას ვუხდი. ის ჩემზე არასოდეს განაწყენებულა, დისციპლინა არასოდეს დაურღვევია. თავისი ქცევით ყველასთვის სამაგალითო იყო", - თქვა მწვრთნელმა.
მწვრთნელის ამ ნათქვამს კლუბის პრეზიდენტი გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, ვაკო გამოსასყიდია, თუმცა კლუბს სათანადო ფინანსები არ გააჩნია.