თემურ ქეცბაია "ორენბურგის" გაწვრთნას 10 ივნისიდან შეუდგება

AutoSharing Option
თემურ ქეცბაია, რომელიც ცოტა ხნის წინ რუსეთის პირველი ლიგის გუნდ "ორენბურგში" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა, ახალ გუნდში საქმიანობას 10 ივნისიდან შეუდგება.

- თემურ ქეცბაია: პირველად მომიწევს ამ დონეზე მუშაობა, ეგ არაფერი...

49 წლის ქართველი სპეციალისტის ხელმძღვანელობით, გუნდი საკუთარ ბაზაზე 15 ივნისამდე მოემზადება, რის შემდეგაც უცხოურ შეკრებას სერბეთში გაივლის და იქვე საკონტროლო მატჩებსაც ჩაატარებს.

რუსეთის პირველი ლიგა 8 ივლისს დაიწყება. კლუბი მოლაპარაკებებს მართავს როგორც თავის ფეხბურთელებთან, ისე - პოტენციურ ახალწვეულებთან. დიდი ალბათობით, მომავალ სეზონსაც "ორენბურგში" გაატარებს ამ გუნდის ქართველი თავდამსხმელი ელგუჯა ლობჯანიძე.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული