რევაზ ჩელებაძე: საბა კვირკველიას ტრანსფერზე "ლოკომოტივი" "რუბინს" შეუთანხმდა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მცველი საბა კვირკველია, სავარაუდოდ, მოსკოვის "ლოკომოტივში" დარჩება. როგორც ფეხბურთელის წარმომადგენელმა რევაზ ჩელებაძემ რუსულ მედიას უთხრა, "ლოკომოტივმა" შეძლო ყაზანის "რუბინთან" საბას ტრანსფერის ფასზე მოლაპარაკება.

შეგახსენებთ, რომ 25 წლის მცველმა, რომელზეც სატრანსფერო უფლებები ყაზანის "რუბინს" ეკუთვნის, გასული სეზონის მეორე ნაწილი სწორედ "ლოკომოტივში" იჯარით გაატარა და რუსეთის თასის გამარჯვებულიც გახდა.

- "ლოკომოტივს" ძალიან უნდა კვირკველიას დატოვება და "რუბინთან" მოლაპარაკება აქტიურ ფაზაშია, - უთხრა ჩელებაძემ "სპორტ ექსპრესს". - ჯერჯერობით ის ისევ ყაზანურ კლუბს ეკუთვნის, თუმცა ჩემი ინფორმაციით, ყველაფერი კარგად დამთავრდება. "რკინიგზელები" დათანხმდნენ
"რუბინის" პირობებს საბას სატრანსფერო ფასთან დაკავშირებით. ასე რომ, დიდი ალბათობით, კვირკველია მოსკოვში დარჩება.

- "რუბინში" ყურბან ბერდიევი დაბრუნდა. კვირკველიას არ უთქვამს, რომ ამ სპეციალისტთან სურს მუშაობა?
- საბა ერთნაირად პატივს სცემს ბერდიევსაც და სიომინსაც. ბერდიევი აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტია. ამასთან, ის დიდებული ადამიანია. მაგრამ "ლოკომოტივი" ძალიანაა დაინტერესებული მოთამაშით და ამიტომ, დარწმუნებული ვარ, შეძლებენ მოლაპარაკების წარმატებით დასრულებას.
მკითხველის კომენტარები / 1 /
chele chameikvana jo magi chukurashi ra, tu ara gavardit jo da))))
jano
14:34 12-06-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული