16:25 12-06-2017
თემურ ქეცბაიას პირველი წვრთნა "ორენბურგში" და აბეზარი კოღოები [VIDEO]
AutoSharing Option
"გვაკლია ფეხბურთელები, რომლებიც ისვენებენ ან ნაკრებებში არიან გამოძახებულნი და ჯერ ისინი უნდა შევკრიბოთ. ამის შემდეგ სერბეთში საწვრთნელ შეკრებას გავივლით. გვყავს ბევრი ახალგაზრდა მოთამაშე, რაც ძალიან კარგია. ისინი ცდილობენ თავის წარმოჩენას და ვინც დაიმსახურებს, შანსსაც მიიღებს. სეზონი გრძელია და ყოველი ფეხბურთელი თითოეული მატჩისთვის მზად უნდა იყოს", - უთხრა კლუბის პრესსამსახურს ქეცბაიამ, რომელსაც ვარჯიშსა და საუბარში აშკარად ხელს კოღოები უშლიდნენ.
- თემურ ქეცბაია: პირველად მომიწევს ამ დონეზე მუშაობა, ეგ არაფერი...
49 წლის ქართველი სპეციალისტის ხელმძღვანელობით, გუნდი საკუთარ ბაზაზე 15 ივნისამდე მოემზადება, რის შემდეგაც უცხოურ შეკრებას სერბეთში გაივლის და იქვე საკონტროლო მატჩებსაც ჩაატარებს.
რუსეთის პირველი ლიგა 8 ივლისს დაიწყება. კლუბი მოლაპარაკებებს მართავს როგორც თავის ფეხბურთელებთან, ისე - პოტენციურ ახალწვეულებთან. დიდი ალბათობით, მომავალ სეზონსაც "ორენბურგში" გაატარებს ამ გუნდის ქართველი თავდამსხმელი ელგუჯა ლობჯანიძე.
მკითხველის კომენტარები / 5 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
ტემურის ფულებს ითვლიდნენ და უცხოელებზე არაფერს ამბობდნენ, ის კი არ იციან რამდენი შრომა და ენერგია ეხარჯებათ შედეგს , რომ მიაღწიონ?
0
0
თქვენზე მეტი კოღო ვინ უნდა იყოს?
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული