გიორგი გადრანი: მალე გაიგებთ, სად ვითამაშებ...

AutoSharing Option
ოდესის "ჩერნომორეცში" ქართველები აღარ დარჩნენ: დავით ხოჭოლავა დონეცკის "შახტარში" გადავიდა და გუნდთან ერთად პირველად ივარჯიშა.

მასთან ერთად, უკრაინის პრემიერლიგის გუნდი გიორგი გადრანმაც დატოვა. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი მცველი ოდესურ კლუბში 2015 წელს "გაგრიდან" გადავიდა, თავიდან გუნდს კარგად შეეწყო და სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობასაც არ უჩიოდა, თუმცა მერე დაშავდა, "ჩერნომორეცის" ძირითადში ადგილი დაკარგა და ბოლო სეზონში მხოლოდ ერთხელ ათამაშეს.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გადრანი ოდესიდან მიდიოდა, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრ ბაბიჩმა გაამხილა. დავინტერესდით, თუ სად აპირებს 22 წლის მცველი კარიერის გაგრძელებას:

"ოდესიდან
ნამდვილად წამოვედი და რამდენიმე წინადადებით უკვე მომმართეს კიდეც. ყველაფერი ცოტა ხანში გაირკვევა, მაგრამ ჯერ ვერ ვიტყვი, რომელ კლუბთან მაქვს მოლაპარაკება, მალე გაიგებთ", - ამბობს გადრანი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული