[ექსკლუზივი] გიორგი მაკარიძე: "ბენფიკაში" დაუფიქრებლად გადავალ!

AutoSharing Option
14 ივნისს, პორტუგალიურ მედიაში ხმები გავარდა, საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "მორეირენშეს" მეკარის, გიორგი მაკარიძის შეძენა ლისაბონის "ბენფიკას" სურსო.

- გიორგი მაკარიძე ჩემპიონთა ლიგაში? "ბენფიკას" ქართველი მეკარე სურს

მაკარიძემ ზედიზედ სამ მატჩში ეროვნული ნაკრების კარი დაიცვა, ახლა კი, როგორც თავად ამბობს, ყოველდღე ტრანსფერის მოლოდინშია. გადაწყვეტილი ამბავია, რომ მეკარე ახალ სეზონს ახალ კლუბში დაიწყებს, თუმცა სად, ჯერჯერობით უცნობია.

Sportall.ge-მ გიორგისთან ინტერვიუ ჩაწერა.

- ვლადიმირ ვაისმა ზედიზედ სამ მატჩში დაგაყენა კარში. კმაყოფილი დარჩა შენით?
- სიმართლე გითხრათ, არ ვიცი. მოლდოვასთან მეორე ტაიმისთვის ყველა
შეგვაქო. თან, თავადაც არ ვთვლი, რომ იმდენად მაღალ დონეზე ჩავატარე თამაშები, შექების ღირსი ვყოფილიყავი.

- საქართველოს ნაკრებმა თავისი ისტორიის განმავლობაში პირველად შეძლო და მეტოქეს ორი ბურთი "ამოუქაჩა"...
- მოგება გვინდოდა, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ საკმაოდ ბევრი ფეხბურთელი გვაკლდა, ცუდ შედეგად არც ფრე მიმაჩნია. პირველი ტაიმი მთლიან გუნდს ძალიან სუსტი გამოგვივიდა, მეორე კი მაღალ დონეზე ჩავატარეთ. არაორგანიზებული ტაიმის შემდეგ დასაკარგი აღარაფერი გვქონდა, ამიტომ გამოვედით, მეტოქეს მაქსიმალურად დიდი ძალებით შევუტიეთ, პრესინგი ვეთამაშეთ და ამან შედეგი გამოიღო.

პირველი ტაიმის ჩაგდებაში ყველას თანაბარი წვლილი მიგვიძღვის - ფეხბურთელებსაც და მწვრთნელსაც.

- 0:2-ს ვაგებდით, როცა ერთ-ერთ ეპიზოდში ფორვარდის მოტყუება გადაწყვიტე. ასეთ დროს მსგავსი რამ ძალიან სარისკოა - პატარა შეცდომა და, შესაძლოა, ანგარიში 0:3 გახდეს. რატომ რისკავ?
- (იცინის) სხვათა შორის, თამაშის წინ მწვრთნელმა გამაფრთხილა, რომ არ გამერისკა და ფორვარდი არ მომეტყუებინა. ფეხბურთში ყველაზე დიდ სიამოვნებას ფორვარდის მოტყუება მანიჭებს, ასე რომ, სადაც უნდა ვიყო და ვინც უნდა მითხრას, მაინც გავრისკავ.

დარწმუნებული არასდროს არავინაა, მაგრამ ფეხბურთი სპორტია და ამ სპორტის სახეობას რისკი უყვარს. ვარჯიშებზე სულ ვცდილობ კაცის მოტყუებას და ბევრჯერ დამიკარგავს ბურთი, თამაშზე კი მხოლოდ ერთხელ და მაშინ ძვირადაც კი დამიჯდა.

ასე ვთქვათ, სეზონის წინ თუ ფორვარდი მიზნად 15 გოლის გატანას ისახავს, მე ამ სეზონში 5 ფორვარდის მოტყუება მქონდა მიზნად დასახული (იცინის).

- შენს ტრანსფერზე ბევრი იწერება. არის რამე ახალი?
- რამდენიმე კარგი კლუბიდან მაქვს შემოთავაზება და საკმაოდ რეალურიც. ვნახოთ, ყოველდღე ველი ჩემს ტრანსფერს. მეტწილად, პორტუგალიური კლუბები აქტიურობენ.

- "ბენფიკაზეც" დაიწერა...
- არაფერს გამოვრიცხავ, ყველაფერია შესაძლებელი. ჯერ მართლა არ ვიცი, "ბენფიკადან" მიიღო თუ არა კლუბმა შემოთავაზება.

- და რომ მიეღო?
- დაუფიქრებლად გადავალ!
მკითხველის კომენტარები / 12 /
ეს ინტერვიუ რომ წაიკითხონ კარგი გუნდი ამას არ აიყვანს. "მითხრა არ გარისკოო და მაინც გავაკეთე და გავაკეთებო".
არასერიოზული მიდგომა - ეტყობა კარგად რ აქვს გაცნობიერებული თავის საკუთარი საქმიანობის სპეციფიკა.
ამკ
16 ივნისი 2017 02:49
0
ფეხბურთი გუნდური თამაშია მგონია იქ მკაცრად უნდა იქნეა დაცული სათამაშო დისციპლინა, თორემ ბევრი ჩვენი ნაკრების წევრი, რომ თამაშობს, თავის სიამოვნებისთვის ამიტომაც ვართ ამდღეში. ზოგს მატაობა უყვარს და ამ სიამოვნებას ნაკრების თამაშში იღებს, ზოგს გოლის გატანა უყვარს ''ნამეტნავად" და პასს არიძლევა, ზოგს დაცვაში ჩამოსვლა ეზარება "არ სიამოვნებს" და თავდასხმიდან ადევნებს თვალს ჩვენი მცველების ტანჯვას, როგორ იცავენ(ან უფრო სწორი იქნება ვეღარ იცავენ) რიცხობრივად მეტ მეტოქისგან, ზოგს საერთოდ სირბილი "არ სიამოვნებს" ზოგს შეტევაში წასვლა ეზარება და თუ წავა უკან დაბრუნება დროულად არ სიამოვნებს და აი ახალი ამბავიც გამოჩნდა, ზოგს ფორვარდების მოტყუება სიამოვნებს და გავიდა ასე 25 წელი ვეშვებით უფსკრულისკენ ისიც რა უძირო აღმოჩნდა. მე ჯერ გათითოკაცოებული გუნდის გამარჯვება არ მინახავს 66 წლიდან ამ თამაშის გულშემატკივარი ვარ. დისციპლინაა აუცილებელი, დისციპლინა. არც ის მგონია საღადაოდ გვქონდეს საქმე.
gizog
15 ივნისი 2017 18:04
0
გიზოგ- ნეტა იმ დონეზე მივიდეთ რო ვინმე ჩვენ ფეხბურთელს რეალ-ბარსელონებში მიიწვევდეს და ჩვენ ვთქვათ რომ ნაკრებში არ გვინდა. ნაკრებში ექსპერიმენტებისთვის არ გვცალიაო, ექსპერიმენტია ბორტუგალიის თასის მფლობელის ყოლა გუნდში? თუ უხვად ვართ ავსებული ტოპ ლიგის ფეხბურთელებით?...გიორგის მანამდეც უნდა ეთამაშა ნაკრებში. ძალიან კარგი სპორტსმენია!
Irakli apkhaidze
15 ივნისი 2017 16:42
0
გიზო მაშინ ნოიერი არასერიოზული მეკარეა?:) ახლა საქართველოში ნომერ პირველი მეკარეა!!
guro
15 ივნისი 2017 15:47
0
იქნება მაინც დაფიქრებულიყავი, ჰა?!
აუჰ.....
15 ივნისი 2017 15:44
0
ზუსტად სიამოვნებისთვის უნდა ითამაშონ ფეხბურთელებმა და არა მხოლოდ ფულისთვის. თამაშს ეს ალამაზებს, ვგულისხმობ მაკარიძის ფინტს
gizog s
15 ივნისი 2017 15:22
0
magari mekare xar makar, shenze vinz zuds itkvis shuri da gvarzli alaparakebs, kvelas jobixar kartvel mekareebs, tarmatebebi.
volk
15 ივნისი 2017 15:18
0
gizog
ზოგს დიფტერიის აცრას უკეთებენ, ზოგს ტეტანუსისას ბავშვობაში, თქვენ იუმორის საწინააღმდეგო ვაქცინით სავარაუდოდ :D საწყენად არ მიიღოთ. მართლა სასაცილოა. ან როგორ შეიძლება ზოგადად ამ ინტერვიუს სერიოზულად შეხედო, გარდა ბოლო ფრაზისა ტიპი სულ ღადაობს ყველა შეკიტხვაზე. ავტორის მერ ფრჩხილებში(იცინის) მაგას ნიშნავს მგონი :D : D :D
xvistani
15 ივნისი 2017 14:53
0
წარმატებებს ვუსრვებ გიორგი თუ ბარსელონაში ან რეალში ითამაშებს გულწრფელად გამეხარდება, მაგრამ არა ნაკრებში, იქ ჩვენ ექპერიმენტების დრო ნამდვილად არ გვაქს.
gizog
15 ივნისი 2017 14:52
0
მე, ეს კაცი, მეკარეების ფონზე, უფრო სერიოზული მეგონა. '' ფეხბურთში ყველაზე დიდ სიამოვნებას ფორვარდის მოტყუება მანიჭებს, ასე რომ სადაც არ უნდა ვიყო და ვინც არ უნდა მითხრას, მაინც გავრისკავ.'' ეს მხოლოდ თავის შიამოვნებისთვის თამაშობს? კიდევ კარგი მეკარეთა დეფიციტი არ გვაქვს ნაკრებში. ვისურვედი ეს ბოლო თამაში იყოს მისი ნაკრებში.
gizog
15 ივნისი 2017 14:43
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული