ესპანეთის რანგით მეორე დივიზიონის არაგონულმა კლუბმა უკვე მიმართა წინადადებით "დინამოს" და ესპანეთში იმედი აქვთ, რომ "დინამო" დათანხმდება. შეთანხმებაში არის მცირე ოდენობის ბონუსები განსაზღვრული სხვადასხვა შემთხვევისთვის (მაგალითად, ელიტაში გადასვლის შემთხვევაში).
იმავე წყაროს ცნობით, პაპუნაშვილის დამატება "ვიტესსა" და "კრილია სოვეტოვსაც" სურთ, თუმცა "სარაგოსას" გადამწყვეტი უპირატესობა აქვს.