"კრასნოდართან" ერთად არის თორნიკე ოქრიაშვილიც. საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი რუსეთის პრემიერლიგის XIX ტურში, მოსკოვის "ლოკომოტივთან" შეხვედრისას დაშავდა, ჯვარედინი იოგები დაუწყდა და მას შემდეგ მკურნალობდა.
როგორც ჩანს, 25 წლის ოქრიაშვილის რეაბილიტაცია დასრულდა. შევიტყვეთ, რომ ფეხბურთელი განსაკუთრებული მონდომებით ემზადება და იმედი აქვს, მოედანს აგვისტოს ბოლოს ან სექტემბრის დასაწყისში დაუბრუნდება.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"