Vive La Liga 1|2|3: გიორგი პაპუნაშვილი "სარაგოსას" ფეხბურთელია

AutoSharing Option
"ტვიტერზე" Vive La Liga 1|2|3 ავრცელებს ინფორმაციას, რომ თბილისის "დინამოს" ნახევარმცველმა გიორგი პაპუნაშვილმა უკვე გააფორმა ხელშეკრულება "სარაგოსასთან" და ის ესპანური კლუბის ფეხბურთელია:

"21 წლის გიორგი პაპუნაშვილი უკვე "სარაგოსას" ფეხბურთელია. საქართველოს ნაკრების წევრი ჩვენთან "დინამოდან" გადმოვიდა. კარგი ვარიანტი ჩანს".

"სარაგოსა" ჯერჯერობით არ ადასტურებს ამ ტრანსფერს. ამ წუთებში არაგონის დედაქალაქში "სარაგოსას" სხვა ახალწვეულის, ალბერტო ბენიტოს პრეზენტაცია იმართება.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 2 /
ეს ძალიან კარგი ტრანსფერი იქნება.მთავარია პრაქტიკა არ მოაკლდეს. ახალგაზრდა ფეხბურთელი საქართველოდან უკეთეს ვერ ინატრებს.
kika
17:25 16-06-2017
0
თქვენც მოგეცადათ დასტურისთვის და მერე დაგეწერათ.
giga
16:25 16-06-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული