ოფიციალურად: გიორგი პაპუნაშვილი "სარაგოსას" ფეხბურთელია

AutoSharing Option
ჩვენ უკვე ვწერდით, რომ გიორგი პაპუნაშვილი "სარაგოსას" ფეხბურთელი გახდა. ესპანურ მედიაში გავრცელებულ ამ სიახლეს მალე ოფიციალური დადასტურებაც მოჰყვა.

არაგონული კლუბის ოფიციალურმა საიტმა გამოაცხადა, რომ 22 წლის ქართველი შემტევი, რომელიც ბოლოს თბილისის "დინამოში" თამაშობდა, მომდევნო 4 წლის განმავლობაში "სარაგოსას" ღირსებას დაიცავს.

"სარაგოსა" ესპანეთის მეორე დივიზიონში გამოდის და გასული გათამაშება 50 ქულით მე-13 ადგილზე დაასრულა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
წარმატებას გისურვებ პაპუნ, აბა შენ იცი გენაცვალე!
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული