საბა ლობჟანიძე: "რანდერსთან" სამწლიან კონტრაქტს ვაფორმებ

AutoSharing Option
21 ივნისს საბა ლობჟანიძემ თბილისის "დინამოს" მაისურით ბოლო შეხვედრა ჩაატარა და გუნდს "ტორპედოს" კარში ჩახვეული კუთხურით (თუმცა საბოლოოდ, ავტოგოლად ჩაითვალა) დაემშვიდობა.

22 წლის ნახევარმცველი კარიერას დანიის სუპერლიგის კლუბ "რანდერსში" გააგრძელებს...

- ჯერ ტორპედოსთან" თამაში შეაფასეთ...
- მიხარია, რომ საქართველოს ჩემპიონატში ასეთი თამაშები იმართება. დღევანდელმა მატჩმა აშკარად გაამართლა. მე, პირადად, დიდი სიამოვნება მივიღე. მწვრთნელის დავალებები კარგად შევასრულეთ, განსაკუთრებით - მეორე ტაიმში და დამსახურებულად მოვიგეთ.

- თქვენი ტრანსფერის ამბავიც გაირკვა. დანიური "რანდერსის" წინადადებას დათანხმდით?
- დიახ, ასეა. კლუბს პირობებზე უკვე შევუთანხმდი, ჩავალ,
სამედიცინო შემოწმებას გავივლი და კონტრაქტსაც გავაფორმებ.

- რა ვადით?
- სამწლიანი ხელშეკრულება გაფორმდება.

- სხვა შემოთავაზებები გქონდათ?
- იყო ვარიანტები ესპანეთიდან, კონკრეტულად - "კორდობადან", მაგრამ ავირჩიე კლუბი, სადაც უფრო სტაბილური და კარგი გარემოა. "რანდერსის" ხელმძღვანელობაც გავიცანი... მოკლედ, არჩევანით კმაყოფილი ვარ.

- დანიაში ქართველები მაინცდამაინც წარმატებით ვერ თამაშობენ. ალბათ, ამაზე იფიქრებდით...
- მესმის, ყველაფერზე ვიფიქრე და ავწონ-დავწონე, მაგრამ საკუთარ თავის მჯერა და აუცილებლად მივაღწევ იმას, რაც მიზნად დავისახე. ჩემთვის ახლა დანიაში თამაში აჯობებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 9 /
როცა საკუთარი თავის გჯერა ყველგან მიაღწევ წარმატებას!!!
ლაშა
24 ივნისი 2017 14:00
0
ძაან დამწყდა გული
რეზო
22 ივნისი 2017 20:11
0
დანია ჭაობი გახდა ქართველებისთვის! რათქმუნდა წარმატებები და დაგეძლიო ეს ჭაობი საბა.!
gabo
22 ივნისი 2017 17:03
0
გული დამწყდა მაგრამ რას ვიზამთ. წარმატებები !!! რანდერსი(დანიურად ღანას ქვია ) პატარა კოხტა ქალაქია დანიის ჩრდილოეთით . ხალხი ძალიან თბილი და კარგი. მე ერთადერთი ქართველი ვარ მაგ რეგიონში მცხოვრები და აწი ვივლი და გიქომაგებ !!!
საქართველოს ქომაგი
22 ივნისი 2017 16:44
0
მოკლედ ფული იშოვონ თვითონ და ამ ნიჭიერ ბიჭებს არავინ დაეძებს, დანიაში სულ სხვა ფეხბურთს თამაშობენ და ჩვენმა იქ ვერავინ ითამაშა და ყველამ წლები გაანიავა იქ. იმედია ესე არ იქნება, მთელი გულით წარმატებები საბას!
llcl
22 ივნისი 2017 16:39
0
სულ გამარჯვებებით გევლოს საბა, აბა შენ იცი როგორ გამოიყენებ შენს ნიჭს და შანს ევრიპაში. უფალმა ღმერთმა დაგლოცოს.
gizog
22 ივნისი 2017 15:16
0
კორდობას ვარიანტი იყო და რანდერსში წახვედი?წარმატებებს გისურვებ მეგობარო.
pasi
22 ივნისი 2017 13:46
0
წარმატებები საბა,ღმერთი შენსკენ
gg
22 ივნისი 2017 13:43
0
წარმატებებს გისურბებ საბა, შენ იცი გაგვახარე კარგი თამაშით.
gio
22 ივნისი 2017 13:07
0

სიახლეები პოპულარული