ცეცხლოვანი ქართველი - "რანდერსმა" საბა ლობჟანიძე ოფიციალურად წარადგინა

AutoSharing Option
22 ივნისს საბა ლობჟანიძე ოფიციალურად გახდა "რანდერსის" ფეხბურთელი. დანიური საფეხბურთო კლუბის პრესსამსახურის ცნობით, თბილისის "დინამოს" აწ უკვე ყოფილმა მოთამაშემ ახალ კლუბთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და 23-ნომრიანი მაისურაც მიიღო.

გთავაზობთ წერილის ფრაგმენტს, რომელიც "რანდერსის" ვებგვერდმა ლობჟანიძის ტრანსფერს მიუძღვნა.

"კლუბს ნახევარდაცვის მარცხენა ფლანგზე სერიოზული პრობლემა ჰქონდა და შესაფერის მოთამაშეს ეძებდა. სწორედ ასეთია ქართველი საბა ლობჟანიძე. ის სწრაფი და შედეგიანი ფლანგის ნახევარმცველია. ის უკვე დანიაშია, საქართველოში კი ყველაზე წარმატებული კლუბის, თბილისის "დინამოს" მოთამაშე გახლდათ", - წერს "რანდერსის" ვებგვერდი.

იქვე იყო კლუბის დირექტორ მაიკლ გრეივგარდის
კომენტარიც:

"საბა, უდავოდ, ძალიან საინტერესო ვინგერია. მოუთმენლად ველოდებით ჩემპიონატის დაწყებას, რათა საქმეში ვნახოთ. მას ისეთი შემოქმედებითი უნარები აქვს, რომელიც ჩვენს შეტევას აშკარად აკლია. ამას გარდა, ლობჟანიძეს აქვს სისწრაფე და არაერთხელ დაამტკიცა, რომ გოლის გატანაც ეხერხება. ცხადია, რომ გუნდთან და ახალ ლიგასთან შესაგუებლად გარკვეული დრო დასჭირდება, მაგრამ საბა საქართველოში ცეცხლს ანთებდა და სურს, რომ დანიაში კიდევ უფრო გაიზარდოს".

საბამ ეროვნული ლიგის მიმდინარე გათამაშებაში 12 მატჩში 8 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა.
რაც შეეხება დანიურ გუნდს - გასული სეზონი "რანდერსმა" 33 ქულით მეშვიდე ადგილზე დაასრულა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
საბა უფრო მარცხენა თავდამსხმელია, ვინემ ნახევარმცველი. გვეყო ამდენი ნახევარდამცველი. ფლანგის თავდამსხმელი გვინდა, რომელიც უკანაც დაიწევს.
tngh
12:54 23-06-2017
0

სიახლეები პოპულარული