ეს ყველაფერი ვაკოში აღმოვაჩინეთ - ყაზაიშვილი ოფიციალურად "სან ხოსეს" ფეხბურთელია

AutoSharing Option
24 წლის ქართველი ფეხბურთელი ვაკო ყაზაიშვილი ამერიკული "სან ხოსეს" ფეხბურთელი გახდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

"ახალგაზრდა შემტევ ფეხბურთელს ვეძებდით, რომელიც აღაფრთოვანებდა გულშემატკივარს და ჩვენთან დიდი ხნით დარჩებოდა. ეს ყველაფერი კი ვაკოში აღმოვაჩინეთ.

გვინდოდა ისეთი მოთამაშე, რომელსაც ფეხბურთელის მოტყუება და ჩვენს თამაშში ნაპერწკლის შეტანა შეუძლია", - განაცხადა კლუბის გენერალურმა მენეჯერმა ჯესი ფიორანელიმ.

შეგახსენებთ, რომ ვაკო ყაზაიშვილმა გასული სეზონი იჯარის წესით ვარშავის "ლეგიაში" გაატარა. ვაკო "ლეგიასთან" ერთად ქვეყნის ჩემპიონი გახდა, მაგრამ გუნდში სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობა ჰქონდა. ქართველი ფეხბურთელი
არნემის "ვიტესს" ეკუთვნოდა.

"სან ხოსე" დასავლეთ კონფერენციაში 16 ტურის შემდეგ 20 ქულით მე-7 ადგილზე იმყოფება.
მკითხველის კომენტარები / 26 /
ვაკო ჩემი ერთერთი უსაყვარლესი ფეხბურთელია,რომელმაც მხოლოდ თავისი შრომით მიაღწია, იმას რაც არის,ახლა რათქმა უნდა ჩავარდნა აქვს და თუ ამერიკის ლიგა დაეხმარება ფორმის აღდგენაში,ძალიან კარგი იქნება.ლიგის დონე ნამდვილად არ ვიცი,მაგრამ თუ ამერიკის ნაკრების თამაშის მიხედვით ვიმსჯელებთ,ძალიან სწრაფ ფეხბურთს უნდა თამაშობდნენ,უმაღლესი ფიზიკური მომზადებით.თუ სათამაშო პრაქტიკა ექნა,მაშინ ფიზიკური მომზადებით ნაკრებში საუკეთესო იქნება,მეორე საკითხია,როგორ შესძლებს იქიდან ნაკრების დახმარებას,ვფიქრობ ეს გამორიცხულია,ვერ შესძლებს.ასე რომ იმედია აღიდგენს ფორმას და დაბრუნდება ევროპაში,თორემ ჩვენთვის შეიძლება დაკარგულად ჩავთვალოთ.რაც შეეხება ასაკს,ვაკო ისეთ ფეხბურთს თამაშობს,რომელიც ასაკის და გამოცდილების მატებასთან ერთად სულ უფრო უკეთესი უნდა გახდეს.
ასე თუ ისე ,ვაკოსაგან ბევრი კარგი ეპიზოდი გვახსოვს და მომავალშიც ვუსურვებ ამის გაგრძელებას,ევროპაში დაბრუნებას და გაცილებით უკეთეს გუნდში თამაშს.იგი არც ნაკრებისათვის და არც გულშემატკივარისთვის დასაკარგი ფეხბურთელი არ არის.წარმატებები ვაკო!
სოსო
24 ივნისი 2017 10:11
0
პრაქტიკულად,ეს ბიჭი უკვე პენსიაზე გავიდა....
status quo
24 ივნისი 2017 01:25
0
გადახდა არ გადახდაზე არაა აქ საქმე ამერიკის ჩემპიონატი მლს არის ძალიან დაბალი დონის ჩემპიონატი. იქ მიდიან უფრო ვეტერანი ფეხბურთელები,რომლებიც შემდეგ კარიერას ასრულებენ.
ვიღაცამ " გაუჩალიჩა " და ვაკოც დათანხმდა.ეგ არის და ეგ. მართლა გჯერათ რომ სან ხოსეს მენეჯერი ვინმეს ეძებდა? რაც შეეხება ნაკრებს,მიუხედავად პრესტიჟისა,მანდ თამაში არავის არ უნდა. მხედველობაში მაქვს ის ფეხბურთელები,რომლებსაც ასე თუ ისე ნორმალურ გუნდში უწევთ თამაში
დავით 67
24 ივნისი 2017 00:50
0
ყოჩაღ ვაკო! გამეხარდა რომ მერიკის უმაღლეს ლიგაში გადახვედი! გილოცავ! წარმატებები და დოვლათი!
aburjga
23 ივნისი 2017 19:48
0
ღმერთმა გაუმარჯოს,ამერიკელებს შოუსთვის უნდათ მაგი და მაგისთვის კი გამოდგება, სანაკრებოდ თუ ფორმაშია ვაკო , კი გამოდგება, მაგრამ მე მგონი მაგი საჭირო აღარაა, რად გან მოედანს ვერ ხედავს ბიჭი, ამიტომ მას მომავალი არ აქვს. მალე გამოჩნდება მაგის შემცვლელი. მაგის ადგილას რომ ვიყო, საერთოდ აღარ წამოვიდოდი ამერიკიდან. აუწყვია ცხოვრება. მაგრად გაუმართლა. მწვანეზე ევლოს, მინდვრის გარეთაც
vaso
23 ივნისი 2017 19:31
0
მერაბი-ს. ნუ მიწყენ და უაზრო კომენტარს აკეთებ. რატომ გგონია რომ ამერიკული ლიგა ფეხბურთელისათვის კარიერის დასასრულია? იმიტომ ხომ არა, რომ მსოფლიოს ბევრი ვარსკვლავი იქ მიდის ბოლოს სათამაშოთ. განა რამდენია ასეთი ვარსკვლავი, რომ ამ ლიგის ბაზარი დააკმაყოფილოს!! იქ ხომ ვაკოსავით ბევრი ახალგაზრდა თამაშობს, როგორც ადგილობრივი, ისე ლეგიონერი!!! ასე რომ ჩემის აზრით კარგი გადაწყვეტილებაა. კი, კარგი იყო ევროპული გრანდი, მაგრამ რუსეთის, და სხვა მაგდაგვარი ქვეყნის კორუმპირებულ ჩემპიონატს ნაღდად ჯობია. წარმატებები ვაკოს.
გიგა ეზაკელი
23 ივნისი 2017 18:04
0
ამ სტატიას არ ეხება მაგრამ,ჟურნალისტებმა აუხსნათ იქნებ, როცა კავშირი გექნებათ,ქეცბაიას და თეთრაძეს რომ მათი სახელები წოდებითში არის: ომარ, თემურ.ახლა წავიკითხე რუსულ საიტზე ქეცბაიაზე და იმიტომ გამახსენდა
თამაზი
23 ივნისი 2017 16:18
0
ვფიქრობ რომ არსებულ ეტაპზე საუკეთესო გადაწყვეტილება მიიღო. მას ჰქონდა სათამაშო პრაქტიკის პრობლემა და სერიოზულ ინტერესს ევროპული კლუბები არ გამოხატავდნენ. ახალგაზრდა ბიჭია, თამაში სწყურია და თან ფინანსური დაინტერესებაც გააჩნია. წავიდა იქ, სადაც სჭირდებოდათ. არავინ თქვას რომ ამერიკის ჩემპიონატი სუსტია, ან ნაკრებისათვის შესაბამის დონეზე ვერ ემზადებიან იქ ფეხბურთელები. აზიისა და ევროპის ბევრ ჩემპიონატს სჯობია როგორც სანახაობრივად, ისე ხარისხით....
ანესთეზეოლოგი
23 ივნისი 2017 16:03
0
რა ვერ გაიგეთ სადაც მეტს უხდიან იქ მიდიან პირველ რიგში ფეხბურთელი თავის კეთილდღეობაზე პირობს და არა გულშემატკივრებს რა სურთ
me
23 ივნისი 2017 15:49
0
"გვინდოდა ისეთი მოთამაშე, რომელსაც ფეხბურთელის მოტყუება და ჩვენს თამაშში ნაპერწკლის შეტანა შეუძლია", სწორად შეუმჩნევიათ ამერიკელებს, მაგრამ ვაკოსთვის სამწუხაროდ ჩემი აზრით სწორედ მისი ეს თვისება აღმოჩნდა მისი კარიერის ასე წარმართვის მიზეზი, ზედმეტად ბევრის უფლებას აძლევდა თავს (ინდივიდუალურ თამაშს ვგულისხმობ) და ლეგიაშიც ამიტო არ ათამაშებდნენ, აღნიშნა კიდეც ერთ ინტერვიუში ლეგიას მწვრთნელმა, "ყაზაიშვილმა გუნდური თამაში უნდა დახვეწოსო". ვიტესიდან გაშვების მიზეზიც სავარაუდოდ სწორედ ეგ იყო. ირბინოს ეხლა ამერიკაში, იმათაც ეგ ნდომებიათ და "იმატავებს" თავის პონტში, ხან გამოუვა მოტყუება, ხან დაკარგავს ბურთს და ტაშს კი დაუკრავენ და ეგაა...
ziqenbud
23 ივნისი 2017 15:40
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული