თუმურ ქეცბაიამ "ორენბურგში" ასისტენტად სოსო ჭედია მიიწვია

AutoSharing Option
რუსეთის პირველი ლიგის გუნდ "ორენბურგში" მთავარ მწვრთნელად ახლახან დანიშნულმა თემურ ქეცბიამ ასისტენტად სოსო ჭედია მიიწვია.

წარსულში სსრკ-ისა და საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს სოსო ჭედიას თემურ ქეცბაიასთან ერთად საქართველოს ნაკრებში, "ანორთოსისში", აპოელ-სა და აეკ-შიც უმუშავია.

"ორენბურგში" ასევე იმუშავებს ფიზმომზადების ბერძენი მწვრთნელი მიხალის მიხალისი, რომელიც ქეცბაიას საქართველოს ნაკრებშიც ჰყავდა.

49 წლის ქართველი სპეციალისტის ხელმძღვანელობით "ორენბურგი" ამჟამად შეკრებაზე სერბეთში იმყოფება, სადაც საკონტროლო მატჩი "კრილია სოვეტოვთან" 20 ივნისს ჩაატარა (0:0), დღეს კი ბელგრადის "რადთან" ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ "ორენბურგის" ღირსებას ასევე იცავს ქართველი თავდამხმელი ელგუჯა ლობჯანიძე.
მკითხველის კომენტარები / 2 /
აი ეგრე ასწავლეთ შუააზიელებს ფეხბურთი მერე მოგვიგონ როგორც თურქებს ასწავლეთ
rexeli
16:50 27-06-2017
0
მოიყარეს შუა აზიაში ქართველმა მწვრთნელებმა თავი.ცხადაძე,ქეცბო,არველაძე.
gode
13:37 24-06-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული