44 წლის ქართველ სპეციალისტთან კონტრაქტი წელიწადანახევრით გაფორმდა. ამასთან, ცნობილი გახდა, რომ უზბეკური კლუბის სამწვრთნელო შტაბში შოთასთან ერთად იმუშავებენ, მისი ტყუპისცალი არჩილ არველაძე და გოჩა ტყებუჩავა.
"მინდა, უდიდესი მადლობა განვაცხადო ნდობისათვის. ყველას გვახსოვს, როგორი გუნდი იყო "ფახთაქორი" და ჩვენ შევეცდებით, მას ის დიდება დავუბრონოთ, რომელსაც იმსახურებს", - თქვა შოთამ პრესკონფერენციაზე.
შეგახსენებთ, რომ შოთა არველაძე ბოლოს თელ-ავივის "მაქაბის" წვრთნიდა, რომელთანაც კონტრაქტი წლის დასაწყისში გაწყვიტა. მანამდე
რაც შეეხება "ფახთაქორს", უზბეკეთის ყველაზე ცნობილ გუნდს ქვეყნის ჩემპიონატში დღეს არცთუ სახარბიელო მდგომარეობა აქვს - 21 ქულით სატურნირო ცხრილში მეხუთე პოზიციაზეა, მიმდინარე სეზონში კი მწვრთნელი უკვე ორჯერ შეეცვალა.