"შახტარი" გერმანიაში 26 ივნისს გაემგზავრება და იქ 6 საკონტროლო მატჩს ჩაატარებს. ჯერჯერობით ცნობილი უკრაინელთა პირველი სამი სპარინგ-პარტნიორის ვინაობაა. ესენია: ადგილობრივი "ბოხუმი", "ჰოლშტაინი" და ბერძნული პაოკ-ი.
რაც შეეხება არაბიძეს, ფეხბურთელი საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებშია გამოძახებული, რომელიც 2-იდან 15 ივლისამდე ჩვენს ქვეყანაში გასამართ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ სტადიაზე ითამაშებს.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ყიფიანის შეგირდებს ჯგუფში მეტოქეებად პორტუგალიის, შვედეთისა და ჩეხეთის თანატოლთა ნაკრებები ჰყავთ.
- U19.