ქართველი ფეხბურთელის გუნდი ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში გადავიდა

AutoSharing Option
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ნახევარმცველის, ლადო მოხევიშვილის "ალბასეტე" ახალი სეზონიდან სეგუნდა დივიზიონში (ახლა ლა ლიგა 1|2|3 ჰქვია ოფიციალურად) იასპარეზებს.

ლადოს გუნდმა ორი მატჩის ჯამში 1:0 დაამარცხა პლეი ოფში "ვალენსიას" სარეზერვო გუნდი. ქართველი უკვე მეორე სეზონი ირიცხება "ალბასეტეში", თუმცა პირველ გუნდში მხოლოდ ერთხელ ითამაშა - მარტში "ლოგრონიესთან" 4:3 მოგებულ შეხვედრაში 28 წუთი ითამაშა. ამის გარდა, ამ სეზონში იგი 8-ჯერ იყო მატჩის განაცხადში.

ასე რომ, გაისად სეგუნდაში შესაძლოა, ოთხმა ქართველმა ფეხბურთელმა ითამაშოს. ოთარ კაკაბაძე დანიაში განათხოვრებული იყო, ისე კი "ხიმნასტიკს" ეკუთვნის, გიორგი აბურჯანია
"სევილიას" დუბლებშია, ხოლო გიორგი პაპუნაშვილი ახლახან "სარაგოსაში" ჩაირიცხა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
სეგუნდა დიბიიონი აღარ ქვია 1 წელია ესპანეთის მეორე ლიგას, ეხლა ქვია ლალიგა 2, სეგუნდა დივიზიონი კი მესამე ლიგას ქვია!
dato
17:32 26-06-2017
0
სახელი რაც გინდა დაარქვით,პრაქტიკულად ყველა სკამზე ზის.სამწუხაროდ.
სოსო
20:09 26-06-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული