ომარ თეთრაძე ნიკა კვეკვესკირის მწვრთნელი აღარ არის

AutoSharing Option
ყაზახური მედიის ცნობით, ომარ თეთრაძე "ტობოლის" მწვრთნელი აღარ არის. 47 წლის ქართველმა სპეციალისტმა თანამდებობა დატოვა.

თეთრაძე აუტსაიდერ "შახტიორთან" საშინაო მარცხის (1:2) შემდეგ პრესკონფერენციაზე აღარ გამოცხადდა. კლუბის ხელმძღვანელობა უკვე ეძებს მის შემცვლელს.

თეთრაძემ "ტობოლი" შარშან, მაისში ჩაიბარა. ადრე ის "ანჟის", "ვოლგას", "ნიჟნი ნოვგოროდს", "ხიმკისა" და "ენისეის" წვრთნიდა.

შეგახსენებთ, რომ "ტობოლში" ახლახან ნიკა კვეკვესკირი გადავიდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული