გიორგი მაკარიძის ტრანსფერი "ბრაგაში" თითქმის გადაწყვეტილია

AutoSharing Option
პორტუგალიური მედიის ინფორმაციით, პრაქტიკულად გადაწყვეტილია საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მაკარიძის "მორიერენშედან" "ბრაგაში" ტრანსფერი.

საკითხის საბოლოოდ გადასაწყვეტად მოსაგვარებელი მხოლოდ მცირე დეტალებია და დიდი ალბათობით, 27 წლის ქართველი გოლკიპერი ახალ კლუბთან ოთხწლიან კონტრაქტს გააფორმებს. "ბრაგამ" პორტუგალიის 2016/17 წლების ჩემპიონატი მე-5 ადგილზე დაასრულა და წელს ევროპალიგაზე იასპარეზებს.

შეგახსენებთ, რომ მანამდე გიორგი მაკარიძით "ბენფიკა" იყო დაინტერესებული, თუმცა მხარეები ტრანსფერზე ვერ შეთანხმდნენ.
მკითხველის კომენტარები / 5 /
რად გინდა, მაინც ლორიას ათამაშებენ ეს დამთხვეულები. წარმატებები მაკას
vaso
12:30 29-06-2017
0
რა კარგი ფოტოა.თავიდან სიგარა მეგონა)
დავით 67
07:21 29-06-2017
0

სიახლეები პოპულარული