გიორგი მაკარიძის ტრანსფერი "ბრაგაში" თითქმის გადაწყვეტილია

AutoSharing Option
პორტუგალიური მედიის ინფორმაციით, პრაქტიკულად გადაწყვეტილია საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მაკარიძის "მორიერენშედან" "ბრაგაში" ტრანსფერი.

საკითხის საბოლოოდ გადასაწყვეტად მოსაგვარებელი მხოლოდ მცირე დეტალებია და დიდი ალბათობით, 27 წლის ქართველი გოლკიპერი ახალ კლუბთან ოთხწლიან კონტრაქტს გააფორმებს. "ბრაგამ" პორტუგალიის 2016/17 წლების ჩემპიონატი მე-5 ადგილზე დაასრულა და წელს ევროპალიგაზე იასპარეზებს.

შეგახსენებთ, რომ მანამდე გიორგი მაკარიძით "ბენფიკა" იყო დაინტერესებული, თუმცა მხარეები ტრანსფერზე ვერ შეთანხმდნენ.
მკითხველის კომენტარები / 5 /
ძაან კარგია ბრაგა. ბენფიკა მაინც არ იტოვებდა
zazaa
19:59 28-06-2017
0
ბრაგა უკეთესი ვარიანტია, ბენფიკაში სათადარიგოზე ჯდომა მოუწევდა, ბრაგაში თამაშის მეტი შანსი ექნება
nika
20:01 28-06-2017
0

სიახლეები პოპულარული