სასტარტო და საგოლე შანსი - დონეცკის "შახტარში" დავით ხოჭოლავას დებიუტი შედგა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მცველის, დავით ხოჭოლავას დებიუტი დონეცკის "შახტარში" გერმანულ შეკრებაზე გამართულ ამხანაგურ მატჩში შედგა.

29 ივნისს, "რედინგჰაუზენთან" გამართულ სპარინგში, ხოჭოლავა უკრაინული გუნდის სასტარტო შემადგენლობაში იყო და მოედანზე ერთი ტაიმი გაატარა. როგორც "შახტარის" ოფიციალური საიტი იწყება, ქართველ მცველს გოლის გატანის შანსი მე-4 წუთზე, კუთხურის დროს ჰქონდა, თუმცა მისი თავურის შემდეგ ბურთი მცირე მანძილით ასცდა კარს. თამაში დონეცკელთა გამარჯვებით, ანგარიშით 4:3 დასრულდა.

შეგახსენებთ, რომ 23 წლის ქართველი მცველი "შახტარში" სეზონის დასრულების შემდეგ, ოდესის "ჩერნომორეციდან" გადავიდა და კლუბთან ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
მკითხველის კომენტარები / 4 /
რა კავშირშია აქ ყაველაშვილ, კობიაშვილ, იაშვილ, მუჯირი? მათ უყიდონ ფეხბურთელები გუნდებს, თუ მწვრთნელებად დადგნენ და გაუზარდონ?...ზოგიერთებმა დააყენეთ ერთი ადგილი და აცალეთ ხალხს მუშაობა. დაქცეული საფეხბურთო მეურნეობა ერთ წელიწადში არ შენდება და არა ისე სიმღერაში რომაა "სახლის შენებას რა უნდა...".
murtalo
02:50 01-07-2017
0
რაც თავი მახსოვს სულ აშენებენ და აშენებენ... დავბერდით მაგრამ შედეგი არ არის. ვერა ძმაო, ვერ ვაცდით ან რა უნდა ვაცალოთ ვერ გავიგე.
თევდორე
11:41 01-07-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული