ოფიციალურად: ჯიმი ტაბიძე რუსეთის პრემიერლიგის "უფას" ფეხბურთელია

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მცველი ჯიმი ტაბიძე ოფიციალურად გახდა რუსეთის პრემიერლიგის კლუბის "უფას" წევრი. კლუბი ხელშეკრულების დეტალებს არ ახმაურებს, transfermarkt.com-ის ცნობით კი, 21 წლის ქართველმა ფეხბურთელმა "უფასთან" კონტრაქტი 2020 წლამდე გააფორმა.

შეგახსენებთ, რომ ტაბიძემ გასული სეზონი რუსეთში, ეკატერინბურგის "ურალში" იჯარით გაატრა, მასზე სატრანსფერო უფლებებს კი ბელგიური "გენტი" ფლობდა.

რაც შეეხება ტაბიძის ახალ კლუბს, "უფამ" რუსეთის პრემიერლიგის გასულ სეზონი მე-7 ადგილზე დაასრულა. ამ გუნდის კარს რუსეთის მოქალაქე გიორგი შელია იცავს, მთავარი მწვრთნელი კი სერგეი სემაკია.

ჯიმი ტაბიძის ანგარიშზე საქართველოს ნაკრებში ჩატარებული 2 ოფიციალური
და 3 ამხანაგური მატჩია.

"21 წლის ფეხბურთელმა კარიერა "საბურთალოში" დაიწყო. საქართველოს ჩემპიონატში დებიუტი კი 17 წლისას ჰქონდა. ამავდროულად, ქვეყნის ასაკობრივ ნაკრებში მისმა თამაშმა რამდენიმე ევროპული კლუბი დააინტერესა. ტაბიძე სინჯებზე იყო "ლივერპულსა" და მადრიდის "რეალში". 2015 წლის ზაფხულში კი ის ბელგიური "გენტის" ფეხბურთელი გახდა, სადაც კლუბის მეორე გუნდში გამოდიოდა. ტაბიძე საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშობდა, მოგვიანებით კი ეროვნულ გუნდშიც მოხვდა. ტაბიძე "ურალში" 2017 წლის თებერვალში გადავიდა და რუსეთის პრემიერლიგაში სამი მატჩი ჩაატარა", - წერია "უფას" ოფიციალურ საიტზე.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
აფდჰადჰსდფვდფზვ დფასსდ
asdgfsgsdh
13:03 03-07-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული