ბოლო ორი სეზონის განმავლობაში არაბული შესანიშნავად თამაშობდა საქართველოს ჩემპიონატში. მან ჯერ "სამტრედიის" ჩემპიონობაში შეიტანა დიდი წვლილი, მერე კი თბილისის "დინამოში" დაბრუნდა და მისი დიდი დამსახურებაცაა, დედაქალაქური გრანდი ეროვნულ ლიგას რომ ლიდერობს.
რა თქმა უნ
ოღონდ, ეგ არის, რომ რუსეთის პირველი ლიგის ან თურქეთის აუტსაიდერ და უკრაინის დაბალი დონის კლუბში გადასვლას ისევ აღმოსავლეთ ევროპაში თამაში ჯობია. იმედია, არაბული "ბალმაზუივაროშს" ტრამპლინად გამოიყენებს და მალე უკეთეს კლუბშიც ვიხილავთ.
გასულ სეზონში "ბალმაზუივაროშმა" უნგრეთის რანგით მეორე დივიზიონში მეორე ადგილი დაიკავა და უძლიერესთა შორის აღზევდა. კლუბს ახლა უნდა დაენიშნოს ახალი მთავარი მწვრთნელი, ლეგიონერი კი სულ სამი ჰყავს - ორი რუმინელი და ერთიც უკრაინელი.
ისე ჩანს, ახალ სეზონში (16 ივლისს, პირველ ტურში, "ბალმაზუივაროში" ვიცე-ჩემპიონ "ვიდეოტონს" სტუმრობს) უმაღლესი ლიგის დებიუტანტის მიზანი უძლიერესთა შორის ადგილის შენარჩუნება იქნება.
ბოლოს კი შეგახსენებთ, რომ არაბულს უთამაშია საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში. ალბათ, გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ ის თავისი თაობის ნამდვილი ლიდერი იყო... სხვადასხვა დროს იცავდა "საბურთალოს", "დილას", "ალკორკონის" (ესპანეთის ქვედა ლიგა), "ცხინვალის", "სამტრედიისა" და თბილისის "დინამოს" ღირსებას.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
რომან ფიფიას რომ აკრიტიკებთ, რამდენი ადამიანი დადის დინამოს თამაშებზე? რამდენი ადამიანი ყიდულობს დინამოს მაისურებს? საქართველოში ხალხი არ დადის თამაშებზე, განსაკუთრებით თბილისში და საიდან მოიტანონ ფული მეპატრონეებმა? შევავსოთ სტადიონები ჩემპიონატში და მერე მოვთხოვოთ ფიფიას რომ კარგი ხელფასები დაუნიშნოს ფეხბურთელებს. სხვისი ხელით ვარდის კრეფა კი გვიყვარს.