ბაჩანა არაბული თბილისის "დინამოდან" უნგრულ "ბალმაზუივაროშში" გადავიდა

AutoSharing Option
ბაჩანა არაბული კარიერას უნგრეთის ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის ახალ ბინადარ "ბალმაზუივაროშში" გააგრძელებს. საქართველოს ნაკრების 23 წლის ფორვარდს თბილისის "დინამოსთან" კონტრაქტის ვადა ამოეწურა და ხსენებულ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

ბოლო ორი სეზონის განმავლობაში არაბული შესანიშნავად თამაშობდა საქართველოს ჩემპიონატში. მან ჯერ "სამტრედიის" ჩემპიონობაში შეიტანა დიდი წვლილი, მერე კი თბილისის "დინამოში" დაბრუნდა და მისი დიდი დამსახურებაცაა, დედაქალაქური გრანდი ეროვნულ ლიგას რომ ლიდერობს.

რა თქმა უნ
და, ყველას გვინდა, რომ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა კარიერა კარგ კლუბებში გააგრძელონ, მაგრამ ფაქტი ეს არის - ჩვენი პირველობის დონე და ავტორიტეტი ისეა დაცემული, საშუალოევროპული დონის გუნდებსაც კი არ სურთ ეროვნული ლიგის თუნდაც გამორჩეული მოთამაშეების გადაბირება.

ოღონდ, ეგ არის, რომ რუსეთის პირველი ლიგის ან თურქეთის აუტსაიდერ და უკრაინის დაბალი დონის კლუბში გადასვლას ისევ აღმოსავლეთ ევროპაში თამაში ჯობია. იმედია, არაბული "ბალმაზუივაროშს" ტრამპლინად გამოიყენებს და მალე უკეთეს კლუბშიც ვიხილავთ.

გასულ სეზონში "ბალმაზუივაროშმა" უნგრეთის რანგით მეორე დივიზიონში მეორე ადგილი დაიკავა და უძლიერესთა შორის აღზევდა. კლუბს ახლა უნდა დაენიშნოს ახალი მთავარი მწვრთნელი, ლეგიონერი კი სულ სამი ჰყავს - ორი რუმინელი და ერთიც უკრაინელი.

ისე ჩანს, ახალ სეზონში (16 ივლისს, პირველ ტურში, "ბალმაზუივაროში" ვიცე-ჩემპიონ "ვიდეოტონს" სტუმრობს) უმაღლესი ლიგის დებიუტანტის მიზანი უძლიერესთა შორის ადგილის შენარჩუნება იქნება.

ბოლოს კი შეგახსენებთ, რომ არაბულს უთამაშია საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში. ალბათ, გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ ის თავისი თაობის ნამდვილი ლიდერი იყო... სხვადასხვა დროს იცავდა "საბურთალოს", "დილას", "ალკორკონის" (ესპანეთის ქვედა ლიგა), "ცხინვალის", "სამტრედიისა" და თბილისის "დინამოს" ღირსებას.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 18 /
მოდით რა რეალურად ვიმსჯელოთ არცერთი ქართველი ფეხბურთელი ჭ ლიგაში არ მიდის ტრამპლინის გულისათვის ეს აბსურდია იქ მიდიან ზედმეტი 1000 დოლარის გულისათვის. მომავალ წელს დინამო ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციოს ითამაშებდა მეტი რაღა ტრამპლინი გინდა? დავიჯერო უნგრული ეს რაღაც ოდესმე ითამაშებს ამ დონეზე?
dadu
12:36 03-07-2017
0
უნგრეთი და თანაც რა გუნდი. დავიჯერო მრთლა ასე ბანძია საქართველო და მისი ჩემპიონი? რომ მათზე გაცვალო ეს კლუბი?
gigo
12:39 03-07-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული