პაპუნაშვილმა Sportall.ge-სთან კომენტარი გააკეთა.
"აქ საოცარი გარემოა, შესანიშნავად დამხვდნენ და მადლობა მათ ასეთი დახვედრისთვის. ახლა ინდივიდუალურად ვვარჯიშობ, 10 ივლისიდან კი გუნდი შეიკრიბება და მეც შევუერთდები", - გვითხრა პაპუნაშვილმა.
გიორგიმ Sportall.ge-ს რუბრიკა "ინტერნეტკონფერენციის" მეშვეობით მკითხველთა კითხვებს უპასუხა. ჩვენ რამდენიმე საინტერესო კითხვა-პასუხი გამოვარჩიეთ.
მკითხველი:
- ისეთ გუნდში გადახვედი, რომელშიც უკვე ჩამოყალიბებული ფეხბურთელები ასპარეზობენ და მათგან ყველას აქვს ჯანსაღი პრეტენზია ძირითადში მოხვედრის. როგორ წარმოგიდგენია შენი
- ძალინ წარმატებული კარიერის მოლოდინში ვარ, ეს ყველაფერი კი დიდ შრომას საჭიროებს, რისთვისაც მზად ვარ.
მკითხველი:
- პირველ რიგში, გილოცავ, გიო, ტრანსფერს ესპანეთის ერთ-ერთ ისტორიულ გუნდში და წარმატებებს გისურვებ. რაც შეეხება კითხვას: ალბათ, გაქვს ინფორმაცია იმ ფეხბურთელებზე, ვინც კლუბში ირიცხებიან, განსაკუთრებით კი, გამოვყოფ კანს, რომელიც 8 წლის განმავლობაში იცავდა "ვილიარეალის" ღირსებას და ასევე, გეორგიოს სამარასს, რომელიც წლების განმავლობაში თამაშობდა "სიტისა" და "სელტიკში". როგორი გრძნობაა და ზოგადად, რას ნიშნავს შენთვის ასეთი ფეხბურთელების გვერდით თამაში?
- ამ ფეხბურთელების გამოცდილება პროფესიონალ ფეხბურთელად ჩამოყალიბებაში დამეხმარება. მათთან ერთად ერთ გუნდში თამაში დიდი სიამოვნება იქნება.
მკითხველი:
- ბოლო ერთი წლის მანძილზე იმდენი მოახერხე, რომ ევროპაში ბრუნდები. რა იქნება ამ სეზონში შენი მიზანი?
- ჩემი მიზანი "სარაგოსასთან" ერთად ლა ლიგაში დაბრუნებაა!
სრული "ინტერნეტკონფერენციის" ნახვა აქ შეგიძლიათ - გიორგი პაპუნაშვილმა Sportall.ge-ს მკითხველებს უპასუხა.