პაპუნაშვილი კლუბის წარმომადგენელთან ერთად ჟურნალისტების წინაშე წარდგა და მათ კითხვებს უპასუხა.
- როგორ დაახასითებ შენს თავს, როგორც ფეხბურთელს?
- ჩემს თავზე საუბარი, ზოგადად, ძალიან მიჭირს, მაგრამ ვფიქრობ, რომ კარგი ფეხბურთელი ვარ და ვიმედოვნებ, აქ ყველაფერი კარგად იქნება.
- რომელ პოზიციაზე გირჩევნია თამაში?
- მე ვარ ნახევარმცველი, მაგრამ გუნდს სადაც დასჭირდება, იქ ვითამაშებ.
- იცნობდი თუ არა "სარაგოსას", სანამ აქ ჩამოხვიდოდი, ქალაქზე ან გუნდზე რამე წარმოდგენა თუ გქონდა?
- წარმოდგენა, რა თქმა უნდა, მქონდა,
- ცოტა ხომ არ გაშინებს ის პასუხისმგებლობა, რომელიც შენ მოსვლას უკავშირდება?
- მე ვარ ამბიციური ფეხბურთელი და აქ ჩამოსვლა გუნდის ამბიციებმა გადამწყვეტინა. ჩემი მიზანი არის გუნდთან ერთად ლა ლიგაში დაბრუნება და ვფიქრობ, ამ გუნდს გააჩნია ამის ამბიცია. "სარაგოსას" ადგილი სეგუნდა დივიზიონში არ არის, ის მეტს იმსახურებს.
- წეღან ახსენე, რომ არ ხარ კმაყოფილი "სარაგოსას" დღევანდელი პოზიციით. რამე ხომ არ უთქვამთ "სარაგოსას" პირველ ლიგაში გადასვლასთან დაკავშირებით?
- არა, არაფერი უთქვამთ, ეს არის ჩემი ამბიცია და ვფიქრობ, გუნდის პოზიციაც ეს არის, რომ ლა ლიგაში დაბრუნდეს.
- როდის დაიწყებ ესპანურად საუბარს?
- უახლოეს მომავალში, რამდენიმე დღეში დავიწყებ ესპანურის სწავლას და პირველი ინტერვიუ იქნება ესპანურად. ასევე მინდა ბოდიში მოგიხადოთ, რომ ქართულად ვლაპარაკობ.
შეგახსენებთ, რომ გიორგი პაპუნაშვილი "სარაგოსაში" თბილისის "დინამოდან" გადავიდა.
- გიორგი პაპუნაშვილმა Sportall.ge-ს მკითხველებს უპასუხა