შოთა არველაძეს "ფახთაქორის" გაძლიერება ქართველი ნახევარმცველით სურს

AutoSharing Option
ტაშკენტის "ფახთაქორში" ცოტა ხნის მთავარ მწვრთნელად დანიშნულ შოთა არველაძეს გუნდში თანამემამულე კახა მახარაძის მიწვევა სურს.

როგორც SPORTS.uz იუწყება, შოთას გუნდის გაძლიერება 29 წლის ქართველი ნახევარმცველით უნდა, რომელიც ამჟამად ტაშკენტის "ლოკომოტივში" გამოდის, უწინ კი სწორედ "ფახთაქორის" ღირსებას იცავდა.

კახა მახარაძე, რომელსაც საქართველოს ნაკრებში 4 მატჩი აქვს ჩატარებული, "ფახთაქორის" ღირსებას 2011-2015 წლებში იცავდა და ამ გუნდის მაისურით ჩატარებულ 120 შეხვედრაში 26 გოლი აქვს გატანილი.

ცნობისთვის, უზბეკეთის ჩემპიონატში გასული 15 ტურის შემდეგ, "ლოკომოტივი" სატურნირო ცხრილს 35 ქულით ლიდერობს, "ფახთაქორი" კი 24 ქულით მეხუთე
პოზიციაზეა.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 5 /
ყოჩაღ, შენ კი გაიხარე ცაში. ოღონდ ბოლომდე არ გარეკო.
ანდრია 16:44 - ს
18:09 08-07-2017
0
ნუთუ ბოლომდე კუ უნდა იყოს ზოგი. უი ბოდიში ტუ-ს მიწერა დამავიწყდა. გაუმარჯოს ნამდვილ ანდრიას, რომელმაც 13:58 - ზე დადო კომენტი. რატომ არ უნდა გაგიხარდეთ წარმატებული კაცი, როდემდე უნდა იყოთ კუ. თქვენ გაიხარეთ ტუ-ებო. იქნებ ამაში მაინც გაიხაროთ. უი, ბოდიში ერთი ტ აკლია შუაში.
თითი გაჰყავ, ჰქუუხს?!
18:05 08-07-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული