გიორგი გველესიანი კარიერას ირანულ "ზობ აჰანში" გააგრძელებს

AutoSharing Option
როგორც შევიტყვეთ, გადაწყვეტილია 26 წლის ცენტრალური მცველის, გიორგი გველესიანის ტრანსფერი ირანულ "ზობ აჰანში".

ჩვენი ინფორმაციით, ირანული კლუბი თბილისის "დინამოსაც" შეუთანხმდა და თავად ფეხბურთელსაც. კონტრაქტი უახლოეს მომავალში უნდა გაფორმდეს.

გველესიანის თითქმის მთელმა საფეხბურთო კარიერამ თბილისის "დინამოში" ჩაიარა. მცირე ხნით ის ცხინვალის "სპარტაკში" ასპარეზობდა, ერთი ხანობა კი ლუცკის "ვოლინში" იყო, სადაც მხოლოდ იმიტომ ვერ დარჩა, რომ უკრაინულ კლუბს ტრანსფერების განხორციელება აეკრძალა.

რაც შეეხება "ზობ აჰანს", ამ ირანულმა კლუბმა ადგილობრივ ჩემპიონატში მეოთხე ადგილი დაიკავა. გუნდში რამდენიმე ლეგიონერია, მათ შორის ყველაზე ცნობილია ჰონდურასის ნაკრების
ფორვარდი ბენგსტონი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 9 /
შეიძლება ჩემპიონატი სჯობდეს მაგრამ ხომ არის სხვა რაგაცეებიც, ყოფა,ცხოვრება,ქვეყანა,ადამიანები,და ა.შ.კაი გაძლება მოგცეს
კახა ქირია
19:36 10-07-2017
0
ნუთუ არ შეიძლება ფეხბურთის ფედერაციამ უკრაინის მსგავსი კანონი შემოიღს რომ 23 წლამდე ფეხბურთელი ვერ გავიგეს საზღვარგარეთ სათამაშოდ.?? ეს გველესიანი კი რამ გადარია ფულზე რო ევროპას ირანი როგორ უნდა არჩიო თუ ფეხბურთელი ხარ..
გიორგი
17:51 10-07-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული