პრაღელები ცენტრალურ მცველს ეძებენ და ერთ-ერთ ვარიანტად, თურმე, საქართველოს ნაკრების 30 წლის უკანახაზელი ჰყავთ შეგულებული.
ჩეხური კლუბისთვის მთავარი კანდიდატურა "უდინეზეს" ფრანგი უკანახაზელი თომას ეტროა. ჩეხებმა ამ ფეხბურთელთან ყველაფერი გაარკვიეს, ოღონდ, ეგ არის, ჯერ "უდინეზესგან" არ ისმის პასუხი. განხილვის სტადიაშია ასევე ინგლისური "უოტფორდის" ურუგვაელი მცველის, მიგელ ბრიტოსის კანდიდატურაც. ეს უკანასკნელი თავის დროზე "ნაპოლიშიც" ირჯებო
ძალზე ძნელად სავარაუდოა, რომ კაშიამ "ვიტესი" დატოვოს. გასულ სეზონში მან გუნდთან ერთად ჰოლანდიის თასი მოიგო და არნემულ კლუბთან ერთად ევროპალიგაზე ითამაშებს. დავამატოთ ამას ისიც, რომ კაშია იდეალურად შეეთვისა ამ გუნდს და გულშემატკივრებისთვის, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით, საკულტო ფეხბურთელადაც იქცა. ასეთ ვითარებაში კი წასვლა რთულია...
თუმცა, ვნახოთ...
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"