გიორგი ლორია: იყო ვარიანტები, მათ შორის - ევროპული წინადადებებიც, მაგრამ...

AutoSharing Option
გიორგი ლორია, დიდი ალბათობით, რუსეთის პირველ დივიზიონში დაქვეითებულ სამარის "კრილია სოვეტოვში" დარჩება და გუნდს პრემიერლიგაში დაბრუნებაში დაეხმარება.

რა თქმა უნდა, ძალიან გვინდოდა, საქართველოს ნაკრების 31 წლის მეკარე რომელიმე უკეთეს გუნდში გვეხილა, მაგრამ ეს ვერ მოხდება ობიექტური მიზეზების გამოც.

"ლელო" ლორიას დაუკავშირდა და კომენტარი სთხოვა:

"ძალიან რეალურია, რომ "კრილია სოვეტოვში" დავრჩე. ახლა მხოლოდ ამის თქმა შემიძლია. როგორც იცით, ხელის ტრავმა მაწუხებს და ჯერაც ვმკურნალობ. ესეც იყო ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმისი, რამაც ახალ გუნდში ჩემი გადასვლა შეაფერხა...

ისე კი, იყო ვარიანტები, მათ
შორის - ევროპული წინადადებებიც, მაგრამ...

დღეს ასეთი სიტუაცია გვაქვს. თუ რაიმე განსაკუთრებული არ მოხდა, "კრილია სოვეტოვში" ვითამაშებ...

რაც შეეხება ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობას, სარეაბილიტაციო პერიოდი იმაზე უკეთესად მიდის, ვიდრე დაგეგმილი იყო. წესით, შორს აღარ არის ის დრო, როცა ვარჯიშს განვაახლებ", - გვითხრა ლორიამ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 9 /
ევროპული შემოთავაზება მაინც და მაინც რეალს და ბაიერნს არ ნიშნავს. ალბათ ამასაც ბულმაზაივაროში ან რამე მასეთი გუნდი ეპატიჟებოდა და ისევ იქ დარჩენა არჩია.
Burton
15:54 15-07-2017
0
კარგი მეკარე კია მაგრამ მხოლოდ საქართველოში. ისეთი გუნდიდან არ იყო შემოთავაზება სადაც კონკურენციას ვერ გაუწევდა სხვა მეკარეს და აქ დარჩენა და თამაში არჩია. ხოჭოლავა აღმოჩნდა ერთადერთი ვისაც კონკურენციის არ შეეშინდა და კარიერას რისკავს თუ ვერ ითამაშებს ძირითადში წელს მისი სხვა გუნდში განათხოვრება სამომავლოდ გარდაუალია, მაგრამ მაინც წავიდა შახტარში. იმედია ფულის გამო არ წასულა.
სიმართლე
16:13 15-07-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული