ქართველი ლეგიონერი კლუბს მოსამზადებელ შეკრებაზე ყველაზე ბოლოს შეუერთდა, რადგან საქართველოს ნაკრებს ივნისში თამაში ჰქონდა, მას შვებულება გაუხანგრძლივეს.
კანკავა "რეიმსის" ბაზაზე ორშაბათს გამოცხადდა. 15 ივლისს "რეიმსი" ამხანაგურ მატჩში "ლილს" შეხვდება და შესაძლოა, ჩვენებურმა ამ მატჩში მონაწილეობა მიიღოს.
შეგახსენებთ, რომ "რეიმსი" ფრანგულ ლიგა 2-ში თამაშობს.