ლეგიონი: "ლოკომოტივმა" საბა კვირკველიას გოლით მოიგო! [VIDEO]

AutoSharing Option
რუსეთის პრემიერლიგის პირველ ტურში მოსკოვის "ლოკომოტივმა" საბა კვირკველიას ერთადერთი გოლით მოიგო.

"ლოკომოტივი" "არსენალს" მასპინძლობდა. ქართველმა ცენტრალურმა მცველმა სამქულიანი გოლი 57-ე წუთზე გაიტანა. მან, მასპინძელთა მიერ ჯარიმის შესრულების შემდეგ მიცემული შანსი გამოიყენა და სტუმართა კარი დაახლოებით 8 მეტრიდან აიღო.


მოგებამდე ძალიან ცოტა დააკლდა კიდევ ერთი ქართველის გუნდს. ჯანო ანანიძის "სპარტაკი" მოსკოვის "დინამოს" ეწვია. სტუმრები, 32-ე წუთზე, 2:0 იგებდნენ, მაგრამ 53-ე და მე-3 დამატებულ წუთზე გაშვებული გოლების გამო, ქულას დასჯერდნენ.

ქართველი ფეხბურთელი მთელი თამაში სათადარიგო იყო.
მკითხველის კომენტარები / 10 /
ზოგი ისეთ კომენტარს აკეთებს, კიდევ კარგათ არის ქართული ფეხბურთი
nodarichi123
19 ივლისი 2017 11:14
0
გილოცავ საბა და გისურვებ წარმატებულ სეზონს კლუბშიც და ნაკრებშიც.
gizog
19 ივლისი 2017 11:14
0
ძალიან კარგია რომ საბამ სეზონის დასაწყისში გაიტანა ეს მას თავდაჯერებულს გახდის, რატომღაც გული მკარნახობს რომ ლოკომოტივს მომავალში მისი შენარჩუნება გაუჭირდება და ინტუიცია მკარნახობს ეს ბიჭი დიდ ფეხბურთს ითამაშებს. წარმატებები საბა.
roma
19 ივლისი 2017 10:59
0
კომენტარებშიც ვერ გაიგებ რა უნდა ამკაცს?
amigo
19 ივლისი 2017 10:29
0
რა უნდა ამას დაცვაში, დააყენეთ ცენტრფორვარდად და გოლებიც წამოვააა :)
gio
19 ივლისი 2017 10:03
0
Sauketeso da kvelaze stabiluri nakrebshi.
Rusi
19 ივლისი 2017 10:01
0
გასახარია, რომ გაიტნა გოლი. ეს ერთი და სხვა მრავალი! წარმატებები
levani
19 ივლისი 2017 09:56
0
ა ბატონო, საქართველოს ნაკრებს გოლის გამტანი უკვე ყავს!
ლუკა
19 ივლისი 2017 06:36
0
საგოლ დზაან გამიხარდა.კიდე ბევრი გაგეტანოს
butxa
18 ივლისი 2017 23:23
0
აუ რა გოლი გაიტანა! მთელი არსენალის ფეხბურთელები მოუტყუებია)))
d
18 ივლისი 2017 23:06
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული